Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 5 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107,53  (+  4,01)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103,28  (+  3,14)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაბომბეს

2 აპრილს, რუსეთის საოკუპაციო ძალების სამიზნე უკრაინის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა გახდა. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, გენერალ-მაიორმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. ინფორმაციას CNN იუწყება. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა დაბომბეს საცავი, რომელშიც ბენზინი და დიზელის საწვავი ინახებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებული ავზებიდან უკრაინულ ჯარებს ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რეგიონებში, საწვავი მიეწოდებოდა. რუსეთმა ასევე, კრემენჩუკის აღმოსავლეთით, პოლტავისა და დნეპრში, „მაღალი სიზუსტის რაკეტებით“ სამხედრო აეროდრომებიც დაბომბა, – ...

Read More »

IEA-ს ქვეყნები ნავთობის წარმოების გაზრდაზე შეთანხმდნენ

შეერთებული შტატების რამდენიმე მოკავშირე შეუერთდა ნავთობის მარაგების უპრეცედენტო შემცირების ინიციატივას, რათა შეამსუბუქონ ენერგორესურსებზე მზარდი ფასით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს (IEA) წევრები შეთანხმდნენ, გაზარდონ ნავთობის რეზერვებიდან გამოშვება. განცხადება იაპონიის ვაჭრობის სამინისტროს საერთაშორისო საქმეთა განყოფილების დირექტორმა, ჰიდეჩიკა კოიზუმმა გააკეთა. დრო და მოცულობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ბაზარს მიაწვდის დღეში 1 მილიონ ბარელ ნავთობს ექვსი ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის 31 მარტის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.11  (-  5,54)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.10 (-  7,54)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გაირკვა ქვეყნები, საიდანაც მთავრობა ცდილობს, იაფი საწვავი შემოიტანოს

ბოლო დროს მსოფლიოში ნავთობის ფასი მკვეთრ ცვლილებებს განიცდის და საქართველოში საწვავის ღირებულება წარმოუდგენელ ნიშნულს მიუახლოვდა. ამ კრიტიკულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, მთავრობამ რაიმე ბერკეტი გამოიყენოს და ფასი როგორმე შემცირდეს. „რეზონანსმა“ გაარკვია, რომ მთავრობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს 3-4 ქვეყანასთან იაფი საწვავის შემოტანასთან დაკავშირებით და ამ ინფორმაციას იმპორტიორთა ნაწილიც ადასტურებს. რუსეთ-უკრაინის ომისა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესების ფონზე, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა. ...

Read More »

ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მარაგებიდან ყოველდღიურად 1 მილიონ ბარელ ნავთობს გამოყოფს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში აშშ-ს სტრატეგიული მარაგებიდან დღეში საშუალოდ 1 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. „დღეს მე მოვიწონე სტრატეგიული მარაგებიდან დღეში 1 მილიონი ბარელი ნავთობის გამოთავისუფლება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში“, – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ეს არის აშშ-ის სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის ...

Read More »
ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

“OPEC +” მაისში ნავთობის მოპოვების 432 ათას ბარელამდე გაზრდას გეგმავს

ხუთშაბათს გაიმართა “OPEC+”-ის ათწუთიანი მინისტრთა კონფერენცია. შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მაისში ნავთობის მოპოვების აღდგენასთან დაკავშირებით. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “OPEC+”-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ მაისის თვეში საწვავის მოპოვების დონის შეცვლაზე. ერთობლივი კორექტირება შეთანხმებულია 0,432 მლნ ბარელის ოდენობით  დღე-ღამეში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფუნდამენტურად ახლა ბაზარი სტაბილურ მდგომარეობაშია. თუმცა, გეოპოლიტიკური ფაქტორები იწვევს ფასების ცვალებადობას. “OPEC+”-ის მორიგი შეხვედრა 5 მაისს არის დაგეგმილი.

Read More »
გაზის დამატებითი მოცულობის მიღების შესახებ ხელშეკრულება "სოკართან" დღეს გააფორმდება

SOCAR-მა მ/წელს ნავთობის გადამუშავების მოცულობა 11%-ზე მეტით გაზარდა

მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) გადაამუშავა 1,044 მილიონი ტონა ნავთობი. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”. SOCAR-ის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში ზრდამ შეადგინა 11,3%. ცნობისათვის, გასული წლის იანვარ-თებერვლის თვეებში გადამუშავდა 937,9 ათასი ტონა ნავთობი. ამ ხნის განმავლობაში სოკარის მიერ გადამუშავებული ნავთობიდან მიღებული სანავთობის ბიტუმის მოცულობა გაიზარდა 64,3%-ით, ტექნიკური ბუტანის – 59%-ით, საღუმელე მაზუთის ...

Read More »

აშშ-ს სტრატეგიული რეზერვიდან ნავთობის გაცემის გეგმამ ბაზრებზე ფასები შეამცირა

ხუთშაბათს ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები თავისი სტრატეგიული მარაგიდან 180 მილიონი ბარელი ნავთობის გაცემაზე ფიქრობს. სტრატეგიული მარაგის თითქმის 50 წლიანი ისტორიის მანძილზე, ეს ყველაზე დიდი მოცულობა იქნება. მაისისთვის „ბრენტის“ ვადიანი გარიგებები 6.95 დოლარით, ანუ 6.13 პროცენტით 106.6 დოლარამდე შემცირდა. მაისის კონტრაქტი ხუთშაბათს მთავრდება და ყველაზე აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობდა ივნისის ვადიან გარიგებებზე, რომელზეც ფასი 6.66 დოლარით, ...

Read More »
“ნაფტოგაზი” "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

„ეკონომიკას ნელი მოგუდვა ელის“. რა საფრთხეს შეიცავს რუსეთის და ევროპის „ბუნებრივი აირის ომი“

ვლადიმირ პუტინმა მთავრობას, „ეროვნულ ბანკსა“ და „გაზპრომს დაავალა“, 31 მარტამდე „არამეგობრულ  სახელმწიფოებთან“ ანგარიშსწორება რუბლებით განახორციელონ. „დიდი შვიდეულის“ წევრებმა (აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა, იტალია, იაპონია) უკვე გამოაცხადეს, რომ რუსეთს გაზისთვის რუბლით არ გადაუხდიან. ამ განცხადებას შეუერთდა მთელი ევროკავშირიც. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თუ რუბლით გადახდაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუწყდებათ. რას მოუტანს ეს დასავლეთს, რუსეთის ...

Read More »