ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მარაგებიდან ყოველდღიურად 1 მილიონ ბარელ ნავთობს გამოყოფს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში აშშ-ს სტრატეგიული მარაგებიდან დღეში საშუალოდ 1 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება.

„დღეს მე მოვიწონე სტრატეგიული მარაგებიდან დღეში 1 მილიონი ბარელი ნავთობის გამოთავისუფლება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში“, – თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში გამოსვლისას.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ეს არის აშშ-ის სტრატეგიული მარაგებიდან ნავთობის ყველაზე დიდი გამოთავისუფლება ისტორიაში.

ამასთან, ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას აღნიშნა, რომ მან ზუსტად არ იცის, რამდენად შეამცირებს ნავთობის ფასს მისი ადმინისტრაციის მიერ მიღებული ზომები: “რამდენად დაეცემა ფასები, არავინ იცის”.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ეს დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, ნავთობის სტრატეგიული მარაგებიდან რა ოდენობის გამოყენებას დათანხმდებიან აშშ-ის მოკავშირეები. მისი აზრით, მათ შეუძლიათ 30-50 მილიონი ბარელის გამოყოფა.

Leave a Reply