ოპეკი ნავთობის ფასის ზრდას გეგმავს

“OPEC +” მაისში ნავთობის მოპოვების 432 ათას ბარელამდე გაზრდას გეგმავს

ხუთშაბათს გაიმართა “OPEC+”-ის ათწუთიანი მინისტრთა კონფერენცია. შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მაისში ნავთობის მოპოვების აღდგენასთან დაკავშირებით. იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

“OPEC+”-ის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ მაისის თვეში საწვავის მოპოვების დონის შეცვლაზე. ერთობლივი კორექტირება შეთანხმებულია 0,432 მლნ ბარელის ოდენობით  დღე-ღამეში. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფუნდამენტურად ახლა ბაზარი სტაბილურ მდგომარეობაშია. თუმცა, გეოპოლიტიკური ფაქტორები იწვევს ფასების ცვალებადობას.

“OPEC+”-ის მორიგი შეხვედრა 5 მაისს არის დაგეგმილი.

Leave a Reply