გაზის დამატებითი მოცულობის მიღების შესახებ ხელშეკრულება "სოკართან" დღეს გააფორმდება

SOCAR-მა მ/წელს ნავთობის გადამუშავების მოცულობა 11%-ზე მეტით გაზარდა

მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) გადაამუშავა 1,044 მილიონი ტონა ნავთობი. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება”.

SOCAR-ის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში ზრდამ შეადგინა 11,3%.

ცნობისათვის, გასული წლის იანვარ-თებერვლის თვეებში გადამუშავდა 937,9 ათასი ტონა ნავთობი.

ამ ხნის განმავლობაში სოკარის მიერ გადამუშავებული ნავთობიდან მიღებული სანავთობის ბიტუმის მოცულობა გაიზარდა 64,3%-ით, ტექნიკური ბუტანის – 59%-ით, საღუმელე მაზუთის – 8,1-ჯერ.

2022 წლის პირველი 2 თვის მანძილზე 92 მარკის საავტომობილო ბენზინის წარმოება გაიზარდა 51,2%-ით, რეაქტიული ძრავისთვის საწვავის – 41,7%-ით, ტექნიკური პროპანის – 47,9%-ით.

Leave a Reply