ნაიბ ბუკელეს სურვილის განხორციელების შემთხვევაში, სალვადორი გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კრიპტოვალუტას ოფიციალური სტატუსი მიენიჭება. ამჟამად ქვეყანას ეროვნული ვალუტა არ გააჩნია და ფინანსური ოპერაციებისთვის აშშ-ის დოლარს იყენებს. ბუკელეს განმარტებით, ბიტკოინის ვალუტად აღიარება საზღვარგარეთ მომუშავე სალვადორელებს სამშობლოში ფულადი გზავნილების განხორციელებას გაუადვილებს. პრეზიდენტის აცხადებს, რომ ბიტკოინის ვალუტად აღიარების კანონპროექტს პარლამენტში მომდევნო კვირის განმავლობაში გადაგზავნის.
Read More »