მასკი

Twitter-ზე მასკის აქტივობამ ბიტკოინის ფასი ისევ შეამცირა

ელონ მასკის კიდევ ერთი ბუნდოვანი ტვიტის შემდეგ, ბიტკოინი 3,4%-ით დაეცა, ჰონგ-კონგში დილის 10:50 საათისთვის ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა დაახლოებით 37,790 აშშ დოლარად ივაჭრებოდა. Bloomberg Galaxy Crypto Index-ი 3.9%-ით დაეცა.

გასულ თვეში ბიზნესმენმა Tesla-ს ელექტრომობილების ბიტკოინით შესყიდვის გადაწყვეტილება გააუქმა. ამან და ასევე ჩინური მარეგულირებელის მკაცრმა რიტორიკამ სექტორის ჩაძირვა გამოიწვია.

Tweeter-ზე ბოლო პოსტში, მასკმა დაწერა #Bitcoin გატეხილი გულის emoji-ით, რაც ეხმაურებოდა მიმს, რომელიც Linkin Park-ის პოპულარულ სიმღერას In the End-ს რეფერენსირებდა.

მასკის Twitter-ის ანგარიშმა გავლენა მოახდინა ბაზრის სხვა ნაწილებზეც – Samsung Publishing-ი, ვირუსული YouTube სიმღერის Baby Shark-ის მეწილე, ამ კვირაში ზრდის ტალღამ მოიცვა მას შემდეგ, რაც მასკმა მის შესახებ Twitter-ზე დაწერა.

წყარო: “ბიზნეს ფორმულა”

Leave a Reply