ნაიბ ბუკელეს სურვილის განხორციელების შემთხვევაში, სალვადორი გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც კრიპტოვალუტას ოფიციალური სტატუსი მიენიჭება.
ამჟამად ქვეყანას ეროვნული ვალუტა არ გააჩნია და ფინანსური ოპერაციებისთვის აშშ-ის დოლარს იყენებს.
ბუკელეს განმარტებით, ბიტკოინის ვალუტად აღიარება საზღვარგარეთ მომუშავე სალვადორელებს სამშობლოში ფულადი გზავნილების განხორციელებას გაუადვილებს.
პრეზიდენტის აცხადებს, რომ ბიტკოინის ვალუტად აღიარების კანონპროექტს პარლამენტში მომდევნო კვირის განმავლობაში გადაგზავნის.