ესკო 2021 წლის აპრილის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.
○ ესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული მონაცემების თანახმად, აპრილში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგიის მოცულობამ 1 085,064 მლნ კვტსთ შეადგინა.
○ აპრილის თვის ელექტროენერგიის მთლიან რესურსში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილად მოდის 825,464 მლნ კვტსთ, მთლიანი რესურსის 76,08%.
○ აპრილის თვის ელექტროენერგიის მთლიან რესურსში იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგიის წილად მოდის 259,600 მლნ კვტსთ, მთლიანი რესურსის 23,92%, 47,97%.
○ 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 4 683,723 მლნ კვტსთ
○ 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 2 986,373 მლნ კვტსთ, მთლიანი რესურსის 63,76%
○ 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში იმპორტით შემოსული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 1 697,35 მლნ კვტსთ, მთლიანი რესურსის 36,24%
○ 2021 იანვარ-აპრილში იმპორტით შემოსული ელექტროენერგია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 780,399 მლნ კვტსთ-დან 1 697,35 მლნ კვტსთ-მდე ანუ 117,50%-ით
○ იანვარ-აპრილში იმპორტით შემოსულ ელექტროენერგიაში რუსეთის წილად მოდის 1 036,962 მლნ კვტსთ ანუ მთლიანი იმპორტის 61,09%, აზერბაიჯანის წილად მოდის 499,206 მლნ კვტსთ ანუ 29,41%, თურქეთის წილად კი 161,181 მლნ კვტსთ ანუ 9,50%
○ რუსეთიდან შემოსული ელეტროენერგიის მოცულობა 2021 წლის იანვარ-აპრილში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 371,084 მლნ კვტ სთ-დან 1 036,962 მლნ კვტ სთ-მდე ანუ 179,44%-ით
○ შარშან მთელი წლის განმავლობაში რუსეთიდან შემოტანილი იყო 570 600 მლნ კვტ სთ ენერგია
○ „ინტერ რაომ” 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის 57,7%-ით გაზრდის შესახებ დასახული გეგმა ოთხ თვეში გადაჭარბებით შეასრულა
აგრეთვე შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან რუსეთმა საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის მიზნით მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო
ცნობისთვის:
◘ ესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული მონაცემების თანახმად 2021 წლის იანვარ-აპრილში ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად სავალდებულო წესით რეგისტრირებული ბიტკოინის მწარმოებელი კომპანიების („ჯეომეინთენანსი”, „ბი ეფ დი სი”, „დატა ჰაბი”) მიერ გახარჯულ იქნა 133,226 მლნ კვტსთ, ხოლო 2020 წლის იანვარ-აპრილში 78,032 მლნ კვტსთ ელექტროენერგია. ზრდამ 55,194 მლნ კვტსთ ანუ 70,73% შეადგინა
◘ სარემონტო სამუშაოების გამო 20 იანვრიდან 27 აპრილამდე გაჩერებული „ენგურჰესის” და არასრულად მომუშავე ვარდნილჰესის მიერ შარშან იანვარ-აპრილში გამომუშავებული იყო 721,869 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, წელს კი 248,872 მლნ კვტსთ ანუ 472,997 მლნ კვტსთ-ით ნაკლები