Tag Archives: #უკრაინა

ლუკ კოფი: ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მილსადენი მარილიანი წყლით უნდა გაივსოს

“ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორი, ლუკ კოფი პუტინის მიერ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას ეხმაურება და წერს, რომ რუსეთს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესდეს. “პუტინი კიდევ ერთ ევროპულ ქვეყანას ანადგურებს. ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მილსადენი მარილიანი წყლით უნდა გაივსოს. რუსეთს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები უნდა დაუწესდეს”, – წერს ლუკ კოფი.

Read More »

გაზი, ნედლეული, მეტალები – რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე გლობალურ მიწოდებას საფრთხეს უქმნის

იმ ფონზე, როცა რუსულ არმიას უკრაინის სტრატეგიულ ობიექტებზე იერიში მიაქვს, ნედლეულით მოვაჭრეები გლობალურად შფოთავენ ქვეყნის ინფრასტრუქტურის გამო, რომელიც ევროპისთვის გაზის, მარცვლეულის და მეტალის მიწოდების მნიშვნელოვანი ნაწილია. მოსკოვმა დაადასტურა, რომ მისი სამიზნე ქვეყნის სამხედრო ობიექტებია და უკრაინაზე იერიში ხუთი რეგიონიდან მიიტანა, მათ შორის არის სამხრეთით ყირიმიდან და ჩრდილოეთით ბელარუსიდან. დონეცკის რეგიონში მდებარეობს პორტი, რომელიც მარცვლეულის და მეტალის მარაგების გადაზიდვას ემსახურება. რუსეთის საზღვრიდან ...

Read More »

აშშ-ის პრეზიდენტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის მწარმოებლებს სანქციებს უწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სანქციებს უწესებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის მწარმოებლებს. „ბიბისის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. „დღეს დავავალე ჩემს ადმინისტრაციას, დააწესოს სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სა და მის კორპორატიულ პირებზე. ეს ნაბიჯები კიდევ ერთი ნაწილია ჩვენი პირვანდელი სანქციების ტრანშისა, უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ“, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში. ვაშინგტონის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებული განცხადება, ...

Read More »

ჯო ბაიდენი – ვიმუშავეთ გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ გაგრძელდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-მა აქტიურად იმუშავა გერმანიასთან იმისთვის, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ არ შედგეს. „რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან იმაში დასარწმუნებლად, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი“, როგორც დაგპირდით, არ გაგრძელდება. რუსეთი აგრესიას თუ გააგრძელებს, მას უფრო ძვირის გადახდა მოუწევს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

Read More »

გონჩარენკო: უკრაინამ სამუდამოდ უნდა თქვას უარი რუსულ ელექტროენერგიაზე

24 თებერვლიდან, სამდღიანი საცდელი გათიშვის ნაცვლად, უკრაინამ სამუდამოდ უნდა შეწყვიტოს კავშირი რუსულ ელექტროსისტემასთან და სწრაფად გაერთიანდეს ევროკავშირის ენერგეტიკულ სისტემაში. წერს ოლექსი გონჩარენკო, მთავარი ოპოზიციური პარტიის, ევროპული სოლიდარობის დეპუტატი თავის Facebook გვერდზე. “ხვალ უკრაინა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწყდეს რუსეთისა და ბელორუსის ენერგოსისტემას! უნდა გაითიშოს ყველა ელექტროგადამცემი ხაზი და აღარასოდეს დაბრუნდეს აგრესორთან ერთად საერთო ელექტროქსელში. სამდღიანი საცდელი გათიშვის ნაცვლად, სამუდამოდ უნდა შეწყდეს რუსეთის ენერგოსისტემასთან ...

Read More »

ვიტალი ბალა: „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილება კარგი სიგნალი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით გერმანიის გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კარგი სიგნალი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, რათა დავიწყოთ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში უკრაინელმა პოლიტოლოგმა, ვიტალი ბალამ განაცხადა. „ჩემი აზრით, პირველ რიგში უკრაინამ უნდა აჩვენოს ყველას, რომ მზად არის, დაიცვას საკუთარი თავი. მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ასპექტი: დიპლომატიური ურთიერთობები და ...

Read More »

სანქციები რუსულ ენერგოკომპანიებს – რა საფასურის გადახდა მოუწევს მოსკოვს

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” აღიარა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსული არმიის შესვლის ბრძანება გასცა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ინგლისმა და სხვა მოკავშირე ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესა. BBC- ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამერიკელებს ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბიზნეს საქმიანობის განხორციელება აუკრძალა. აქვე, თეთრი სახლი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს. ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ინგლისის ...

Read More »

კულება „ჩრდილოეთ ნაკადის“ შეჩერებას ეხმაურება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის შეჩერების გადაწყვეტილებას „ტვიტერზე“ ეხმაურება. ის გერმანიის ნაბიჯს მორალურად და პოლიტიკურად სწორს უწოდებს. „მივესალმები გერმანიის ნაბიჯს Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ. ეს არის მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი არსებულ ვითარებაში. ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს რთულ გადაწყვეტილებებს რთულ დროს. გერმანიის ეს ნაბიჯი სწორედ ამას ადასტურებს“, – წერს კულება.

Read More »

რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის მატების გამო, ბიტკოინის ფასი დაეცა

სამშაბათს, CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 36,649 დოლარი იყო. მომდევნო 24 საათის განმავლობაში კი, მისი ღირებულება თითქმის 6.5%-ით დაეცა. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტის ფასი შაბათ-კვირას $40,000-ზე ქვემოთ ჩამოვიდა და უკრაინის კრიზისის გამწვავების ფონზე განაგრძო ვარდნა. Ethereum-ი – მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული კრიპტოვალუტა, ბოლო 24 საათში 8%-ით, 2 520 დოლარმდე დაეცა. ექსპერტები ამბობენ, რომ ბიტკოინი შესაძლოა მალე არ დასტაბილურდეს. “ბიტკოინი უნებლიე მონაწილეა ...

Read More »

“როსნეფტის” აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა, “გაზპრომის” კი – 16%-ით

ვლადიმერ პუტინის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ, “როსნეფტის” აქციების ღირებულება 20%-ით დაეცა, “გაზპრომის” კი – 16%-ით. მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 10,5%-ით შემცირდა. ეს იყო  უდიდესი დღიური ვარდნა 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. „როსნეფტის“ აქციების ღირებულება ორშაბათს საღამოს 20%-ით დაეცა და თითქმის 16%-ით შემცირდა „გაზპრომის“ აქციების ფასი. შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. “დონეცკის და ...

Read More »