სანქციები რუსულ ენერგოკომპანიებს – რა საფასურის გადახდა მოუწევს მოსკოვს

მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” აღიარა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსული არმიის შესვლის ბრძანება გასცა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ინგლისმა და სხვა მოკავშირე ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესა.

BBC- ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამერიკელებს ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბიზნეს საქმიანობის განხორციელება აუკრძალა. აქვე, თეთრი სახლი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, ინგლისის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სანქციები დაანონსა 5 რუსული ბანკისა და 3 უმდიდრესი რუსი ბიზნესმენის წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას არც დიდი ბრიტანეთი გამორიცხავს.

ბუნებრივი გაზსადენის, “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის სერთიფიცირების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შულცმა.

BBC წერს, რომ ევროპელი ლიდერები სანქიცების დაკისრებას განიხილავენ რუსი პოლიტიკური ფიგურებისა და ბანკებისთვის. ამასთან, ევროკავშირი ფინანსურ ბაზრებზე რუსეთის წვდომის შეზღუდვასა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან საერთაშორისო ვაჭრობის აკრძალვას შესახებაც მსჯელობს.

ბრიტანული გამოცემის მიხედვით, დასავლეთის ქვეყნები სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე ფიქრობენ. BBC წერს, რა დამატებითი აკრძალვები შეიძლება დაუწესდეს რუსეთს, თუ ის უკრაინაში შეიჭრება.

BBC-ის მიხედვით, შესაძლოა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ფინანსური ტრანზაქციების შესრულებისას დოლარის გამოყენება აუკრძალოს. ნებისმიერი დასავლური ფირმა კი, რომელიც რუსულ ინსტიტუტებს დოლარის გამოყენების უფლებას დართავს, დაჯარიმდება.

ამ სანქციას უდიდესი გავლენა ექნება რუსეთის ეკონომიკაზე, რადგან საერთაშორისო ბაზრებზე მისი ნავთობი და ბუნებრივი აირი  ძირითადად დოლარში იყიდება. ამ გადაწყვეტილებამ კი შესაძლოა შეაფერხოს საერთაშორისო ვაჭრობა სხვადასხვა სექტორში.

სანქციის ამოქმედების შემთხვევაში დაეცემა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტის მაჩვენებლები, რაც თავისთავად აისახება ევროპაზეც.

BBC სანქციების კიდევ ერთ ვერსიას განიხილავს. ამჯერად საქმე ბანკებს ეხება. გამოცემა წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ბანკები შესაძლოა შავ სიაში შეიყავნოს, რის შემდეგაც საფინანსო ინსტიტუტებისთვის საერთაშორისო ტრანზაქციების შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.

ასეთ შემთხვევაში მოსკოვს ბანკების გადარჩენა მოუწევს. ამასთან, ასეთი რეალობის დადგომის შემთხვევაში, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს ინფლაციის ზრდა და შემოსავლების შემცირება.

თავის მხრივ, ასეთი გადაწყვეტილება დააზარალებს ინვესტორებს, რომლებსაც თანხები რუსულ ბანკებში აქვთ განთავსებული.

ენერგეტიკული სანქციები

BBC-ის მიხედვით, კიდევ ერთი სანქცია, შეიძლება ენერგეტიკულ სექტორსაც ეხებოდეს. კერძოდ, რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ევროპაში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტით მიღებულ შემოსავლებზე. ამის გამო ევროპულმა ქვეყნებმა შესაძლოა უარი თქვან ამ პროდუქციის შეძენაზე რუსული გიგანტური კომპანიებისგან, როგორებიცაა “გაზპრომი” და “როსნეფტი”.

 

Leave a Reply