Tag Archives: #ყაზახეთი

თოყაევის განცხადებების შემდეგ, რუსეთმა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებაზე შეზღუდვები დააწესა

რუსეთმა შეზღუდა ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის პორტის გავლით. როგორც უცხოური მედია იუწყება, ეს მოხდა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ თოყაევის არაერთი მკაცრი განცხადების ფონზე, სანქტ-პეტერბურგში SPIEF-ის ეკონომიკურ ფორუმზე. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა გააკეთა კრემლისთვის მოულოდნელი განცხადებები და სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ ცნობს DPR-ს და LPR-ს, რადგან მათ „კვაზისახელმწიფოებრივ სტრუქტურებად“ მიიჩნევს. „თუ ერის თვითგამორკვევის უფლება მთელ მსოფლიოში განხორციელდება, მაშინ ...

Read More »

რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ რუსეთი ევროპის გაზით მომარაგების საკითხში?

უკრაინის ომიდან 100 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა, მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სურათი კვლავაც ბუნდოვანი რჩება. ევროპისთვის ახლა უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. როგორ შეიძლება კონტინენტმა უარი თქვას რუსულ გაზზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისის ან ეკონომიკური რეცესიის გარეშე? რომელ ქვეყნებს შეიძლება ენდოს ევროპა მისთვის საჭირო ენერგიით მომარაგების საკითხში?   ევროკავშირის გაზსადენების ქსელის რუკა   სათანადო სიმძლავრის, უხვი რეზერვებისა და აუცილებელი ...

Read More »

თურქეთი ყაზახეთის ნავთობით დაინტერესდა

თურქეთი ყაზახეთის ნავთობით დაინტერესდა. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბულატ აქჩულაკოვმა  ადგილობრივ მედიას განუცხადა. „თურქეთში ვიზიტისას, შევხვდი ენერგეტიკის მინისტრ ფატიხ დონმეზს. დავათვალიერეთ თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და ასევე განვიხილეთ ნავთობის საკითხი, მიწოდების გზები და შესაძლო ინვესტიციები. საქმე იმაშია, რომ 2010 წლიდან ჩვენ არ გვაქვს ერთობლივი პროექტები ნავთობის სექტორში. ამ საკითხზეც მოვილაპარაკეთ“, – განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა. მისი თქმით, თურქეთი არა მხოლოდ ნავთობის მიწოდებით, არამედ ...

Read More »

გურამ გურამიშვილი: წელიწადში 2 მილიონი ტონა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება ხდება

ყაზახეთმა საქართველოს გავლით ნავთობპროდუქტების გადაზიდვა უკვე დაიწყო. ეკონომიკის მინისტრის, გურამ გურამიშვილის განცხადებით, ტვირთი წელიწადში 2 მილიონ ტონას შეადგენს. “უკვე არის განაცხადი და დაიწყო ყაზახურმა ნავთობმა ტრანსპორტირება, რომელიც შეადგენს წელიწადში 2 მილიონ ტონას. ასევე, ყაზახური სხვა ნავთობპროდუქტები 600 000 ტონა იქნება. ასევე, იგეგმება 2.5 მილიონი სხვადასხვა მშრალი და ნაყარი ტვირთების ტრანსპორტირება, როგორიცაა გოგირდი და სხვა. კონტეინერების ზრდაც იქნება. მოლოდინი გვაქვს, რომ ...

Read More »

საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ ოთხმხრივი დეკლარაცია გაფორმდა

საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ყაზახეთს შორის ხელი მოეწერა „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ შესახებ ოთხმხრივ დეკლარაციას, რომელშიც ხაზი გაესვა ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის მნიშვნელობასა და დეკლარაციის მხარე სახელმწიფოების სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დეკლარაციაში ხაზგასმულია სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისა და სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის, საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში „ტრანსკასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ შუა დერეფნის“ ინტეგრაციისა და ...

Read More »

„საქართველოს სატრანსპორტო კორიდორში ყაზახეთიდან დამატებით 2 მლნ ტონა ნავთობი და სხვა ნავთობპროდუქტი გაივლის“

ყაზახეთის მხარესთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება საქართველოს სატრანსპორტო კორიდორში ნავთობის და ნავთობპროდუქტების დამატებითი მოცულობების გადაზიდვის შესახებ. კერძოდ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის გურამ გურამიშვილის განცხადებით, 2022 – 2023 წლებში დაგეგმილია ყაზახური წარმოშობის დაახლოებით 2 მლნ ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბათუმის ნავთობტერმინალის გავლით ტრანსპორტირება. მისი თქმით, “საქართველოს რკინიგზა” ასევე აქტიურად მუშაობს შუა კორიდორში მშრალი ტვირთების მოზიდვის მიმართულებითაც. “რკინიგზის საერთაშორისო გადაზიდვებით ტრანსპორტირებული ტვირთების სტატისტიკური მონაცემების ...

Read More »

ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის აშენების ეთაობაზე გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლოთვის იგეგმება

ყაზახეთის ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თობაზე, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ჟანდოს ნურმაგანბეტოვმა. “ტერიტორია ჯერ-ჯერობით არაა შრჩეული. განიხილება მშენებლობის საკითხი”, – აღნიშნავს ის ყაზახურ მედიასთან. ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილის სიტყვებით, გარემოსდაცვითი კოდექსით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად ყაზახეთს სჭირდება „ახალი თაობის, ემისიების არმქონე ენერგო ობიექტების აშენება, რომელშიც იგულისხმება ატომური ენერგიაც”. ნურმაგანბეტოვმა განმარტა, რომ მშენებლობაზე, ასევე ზომაზე და ...

Read More »

ყაზახეთში, მაინერებს, არსებული გადასახადები რამდენიმეჯერადად გაეზრდებათ

ინფორმაციას, კრიპპტოვალუტების მწარმოებელთათვის გადასახადების სიდიდის რამდენიმეჯერადი მატების შესახებ ყაზახური პორტალები აქვეყნებენ. „არ შეიძლება წავუყრუოთ ციფრული მაინინგის როლს. კრიპტოვალუტების წარმოების სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი მინიმალურია. მასობრივი სამუშაო ადგილები არ იქმნება, პროდუქცია, როგორც ასეთი, საერთოდ არ არის. ამავდროულად, ეს სფერო მოიხმარს ელექტროენერგიას, როგორც რამდენიმე ოლქი და, თანაც, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მაინერი აშკარად სარგებლობს ტარიფებით, რომლებიც მოსახლეობისთვის დაწესებულიზე უფრო დაბალია. არ იხდიან გადასახადებს ბაჟს და გადასახადს ...

Read More »

თოყაევის სიტყვებით, პრიორიტეტი რეგიონებისთვის გაზის მიწოდება იქნება და არა ექსპორტი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით არსებული დეფიციტის დროს გაზის ექსპორტზე გატანა აღარ არის აქტუალური. თოყაევმა ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადა, რომ მთავრობას მოუწევდა წესრიგის აღდგენა რიგ სფეროებში. ახალი ინდუსტრიების სტიმულირებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა კი ბუნებრივი აირის მიწოდებას ექნება. „აღარ არის მისაღები ის მოცემულობა, როდესაც ჩვენ უბრალოდ გაზის ექსპორტს ვახორციელებდით იმის ნაცვლად, რომ გამოგვეყენებინა ის შიდა წარმოების წასახალისებლად“, – ...

Read More »

ყაზახეთში თხევადი გაზის რეალიზაციის ახალი მექანიზმი დაინერგა

თხევადი გაზი (LPG) ყაზახეთში ადგილობრივი აღმასრულებელი ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე გაიყიდება და არა ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის (ETP) მეშვეობით. აღნიშნულის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკული მრეწველობის განვითარების უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ გაავრცელა. „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თხევადი გაზის გაყიდვის შესახებ ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის გვერდის ავლით, ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების განაცხადების საფუძველზე, შიდა ბაზარზე LPG-ს მიწოდების გეგმის მეშვეობით. ცვლილებები შევიდა თხევადი აირის ...

Read More »