ყაზახეთში ატომური ელექტროსადგურის აშენების ეთაობაზე გადაწყვეტილების მიღება წლის ბოლოთვის იგეგმება

ყაზახეთის ხელისუფლებას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყანაში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თობაზე, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ჟანდოს ნურმაგანბეტოვმა.

“ტერიტორია ჯერ-ჯერობით არაა შრჩეული. განიხილება მშენებლობის საკითხი”, – აღნიშნავს ის ყაზახურ მედიასთან.

ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილის სიტყვებით, გარემოსდაცვითი კოდექსით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად ყაზახეთს სჭირდება „ახალი თაობის, ემისიების არმქონე ენერგო ობიექტების აშენება, რომელშიც იგულისხმება ატომური ენერგიაც”.

ნურმაგანბეტოვმა განმარტა, რომ მშენებლობაზე, ასევე ზომაზე და მოცულობაზე გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში იქნება მიღებული.

Leave a Reply