Tag Archives: #სოკარი

SOCAR-მა ნავთობის მოპოვება 8%-ით გაზარდა, ბუნებრივი აირის – 7%-ით

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) მიერ 1,988 მილიონი ტონა ნავთობი და 1,955 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა მოპოვებული. ნავთობის მოპოვების აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 8%-ით აღემატება, ხოლო ბუნებრივი აირის – 7%-ით მეტია. აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის მთლიანი წარმოება 6,2%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 9,953 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ამავე პერიოდში ნავთობის მოპოვება შემცირდა 1,7%-ით, 8,421 ...

Read More »

“სოკარმა” ნავთობის საშუალო გასაყიდი ფასი გამოაცხადა

2021 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანში Azeri Light-ის ნედლი ნავთობის საშუალო სარეალიზაციო ფასი, CIF პირობებით, 65,43 აშშ დოლარი იყო – განუცხადა “ინტერფაქს-აზერბაიჯანს” SOCAR-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, იბრაჰიმ აჰმადოვმა. ”2021 წლის პირველ ნახევარში ბარელი აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის საშუალო გსაყიდმა ფასმა 65,43 დოლარი შეადგინა CIF-ის პირობებით”, – აღნიშნაა აჰმადოვმა. მან ასევე დაამატა, რომ 2020 წლის ამავე პერიოდში, ბარელი აზერბაიჯანული Azeri ...

Read More »

SOCAR-მა 2020 წელი $1,02 მილიარდიანი ზარალით დაასრულა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) შემოსავლებმა 2020 წელს 49 მილიარდ 607 მილიონი მანათი შეადგინა, წმინდა ზარალი 1 მილიარდ 734 მილიონი მანათით განისაზღვრა (ამჟამინდელი კურსით 1,02 მილიარდი დოლარი). 2019 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 651 მილიონი მანათი შეადგინა. აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილია კომპანიის 2020 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. SOCAR–ის 2020 წლის ფინანსური საქმიანობის აუდიტი IFRS–ის შესაბამისად ჩაატარა Ernst & Young–მა. 2020 წელს, 2019 წელთან ...

Read More »

SOCAR Energy Georgia-ში SOCAR-ის წილი 92%-მდე გაიზარდა

2020 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ, SOCAR-მა გაზარდა თავისი წილი საქართველოში არსებულ შვილობილ კომპანია  SOCAR Energy Georgia-ში. როგორც SOCAR–ის  წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაშია მოცემული, კომპანიამ საკუთარი წილი 75.5%-დან 91.8%-მდე გაზარდა. SOCAR Energy Georgia 2006 წლიდან ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ საქართველოს ეკონომიკაში $ 1,2 მილიარდზე მეტი ინვესტიცია ჩადო და ბიუჯეტში  1,7 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით გადასახადები გადაიხადა. დღეს კომპანია, საქართველოს მასშტაბით, 770 ათასზე მეტ გაზის ...

Read More »

SOCAR–მა ყულევიდან მეთანოლის ექსპორტი განაახლა

ოთხთვიანი შესვენების შემდეგ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR), მაისის ბოლოს ყულევის პორტიდან მეთანოლის ახალი პარტია გაგზავნა. მიწოდების პაუზა გამოწვეული იყო Socar Methano-ის ქარხანაში (ბაქო) განხორციელებული სარემონტო სამუშაოებით, რომელიც 2020 წლის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე მიმდინარეობდა. 29 მაისს ხომალდი Caminero 3,5 ათასი ტონა მეთანოლის სპირტით დაიტვირთა, რომლის დანიშნულების ადგილიც “იალოვას” პორტია (თურქეთი). იანვარში SOCAR–მა ყულევიდან ორი ტანკერი მეთანოლი გაგზავნა, რომელთა საერთო მოცულობამ 11 ...

Read More »

EIA გაასაჯაროვა აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების პირველი კვარტალის პროგნოზი

აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციამ (EIA) 2021 წლის პირველი კვარტლისთვის აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური  მოპოვების პროგნოზი არ შეცვალა. EIA-ს ახალი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება  750 ათასი ბარელია დღე/ღამეში დაგეგმილი. ეს   მარტის თვის პროგნოზის ანალოგიურია. ასევე, ეს პროგნოზი 20 ათასი ბარელით ანუ 2.6% -ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები. 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი 60 ათასი ბარელით მეტია ანუ 8,7% -ით. პროგნოზირებულია, რომ აზერბაიჯანში ნავთობის ...

Read More »

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად სომხეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიიღებს

2021 წლის 16 მარტს რუსულმა „გაზპრომ ექსპორტმა“ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარმა“ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანსპორტირების მოკლევადიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. „გაზპრომ ექსპორტის“ განცხადებით, გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასიის“ (რუსეთ-საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი მილსადენი) გეგმური სარემონტო სამუშაოების პერიოდში სომხეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მიიღებს. სამუშაოები, სავარაუდოდ, სამი კვირა გაგრძელდება და მისი დასრულების შემდეგ სომხეთი გაზს კვლავ ძველი მარშრუტით, პირდაპირ საქართველოს ტერიტორიის ...

Read More »

ფერმერები აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს პირველი თებერვლიდან მიიღებენ

პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათების მიღება დისტანციურად იქნება შესაძლებელი. პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება ეტაპობრივად მოხდება  7 თებერვლიდან, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.  უწყების ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარი ვებგვერდზე https://my.mepa.gov.ge რეგისტრაციის შემდეგ მიიღებს ბარათს, რომლის წარდგენის შემდეგ, „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ ბენზინგასამართ სადგურზე აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებს. ფერმერებს აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების მიღება ...

Read More »

SOCAR Petroleum ყარაბაღში ავტოგასამართი სადგურების გახსნას გეგმავს

SOCAR Petroleum CJSC (SOCAR– ის შვილობილი კომპანია) გეგმავს ახალი ავტოგასამართი სადგურების გახსნას ყარაბახის ტერიტორიაზე. ”ჩვენ შუშას ვაწვდით საწვავს სატვირთო მანქანებით. თუმცა, SOCAR Petroleum ამით არ შემოიფარგლება და მომავალში დაგეგმილია SOCAR ბრენდის ბენზინგასამართი სადგურების გახსნა ყარაბახის ტერიტორიაზე”, – განაცხადეს კომპანიაში. SOCAR Petroleum დაარსდა 2008 წლის იანვარში და ის ნავთობპროდუქტების საცალო ვაჭრობითა და SOCAR– ის ბრენდის ავტოგასამართი სადგურების ქსელის გაფართოებით არის დაკავებული. ...

Read More »

ილჰამ ალიევმა SOCAR-ის სამართავად სამეთვალყურეო საბჭო შექმნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 23 იანვარს SOCAR-ის მართვის გაუმჯობესების გეგმა დაამტკიცა, რომლის თანახმად, კომპანიის მართვისთვის სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნა. ინფორმაციას გამოცემა TASS.RU აზერბაიჯანის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. აზერბაიჯანის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის და მის მიერ კორპორატიული მართვის სტანდარტების სრულყოფის მიზნით იქნა მიღებული. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების და გაურკვევლობის გათვალისწინებით, ერთ-ერთ მთავარ ...

Read More »