SOCAR-მა 2020 წელი $1,02 მილიარდიანი ზარალით დაასრულა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) შემოსავლებმა 2020 წელს 49 მილიარდ 607 მილიონი მანათი შეადგინა, წმინდა ზარალი 1 მილიარდ 734 მილიონი მანათით განისაზღვრა (ამჟამინდელი კურსით 1,02 მილიარდი დოლარი). 2019 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 651 მილიონი მანათი შეადგინა.

აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილია კომპანიის 2020 წლის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში. SOCAR–ის 2020 წლის ფინანსური საქმიანობის აუდიტი IFRS–ის შესაბამისად ჩაატარა Ernst & Young–მა.

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, SOCAR–ის შემოსავალი 40.8%-ით შემცირდა.

2020 წელს შემოსავლების შემცირება ძირითად გამოწვეულია OPEC + გარიგების საფუძველზე, ნავთობის მოპოვების შემცირებითა და მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნით.

საოპერაციო საქმიანობიდან კომპანიის მოგებამ 2020 წელს შეადგინა 479 მილიონი მანათი (შემცირდა 5,4-ჯერ). აზერბაიჯანის სახელმწიფო ბიუჯეტში მოგების გადასახადის ოდენობამ შეადგინა 297 მილიონი მანათი (შემცირება 2,3-ჯერ).

SOCAR–ის კაპიტალი 2020 წელს შემცირდა 9,9%–ით  და შეადგინა 21 მილიარდ 923 მილიონი მანათი. კომპანიის საწესდებო კაპიტალია 4 მილიარდ 696 მილიონი მანათი (ზრდა 8.6%).

კომპანიის ვალდებულებები 2020 წელს 2.9%-ით გაიზარდა – 42 მილიარდ 232 მილიონ მანათამდე. კერძოდ, SOCAR–ის გრძელვადიანი ვალდებულებები მიმიდინარე წლის დასაწყისში შეადგენს 21 მილიარდ 599 მილიონ მანათს (კლება 9,1%), მიმდინარე ვალდებულებები კი – 20 მილიარდ 633 მილიონ მანათს (ზრდა 19,4%).

ნინო სამადაშვილი

 

Leave a Reply