2021 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანში Azeri Light-ის ნედლი ნავთობის საშუალო სარეალიზაციო ფასი, CIF პირობებით, 65,43 აშშ დოლარი იყო – განუცხადა “ინტერფაქს-აზერბაიჯანს” SOCAR-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, იბრაჰიმ აჰმადოვმა.
”2021 წლის პირველ ნახევარში ბარელი აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის საშუალო გსაყიდმა ფასმა 65,43 დოლარი შეადგინა CIF-ის პირობებით”, – აღნიშნაა აჰმადოვმა.
მან ასევე დაამატა, რომ 2020 წლის ამავე პერიოდში, ბარელი აზერბაიჯანული Azeri Light-ის ნედლი ნავთობის ღირებულება 42,75 აშშ დოლარი იყო.
ამრიგად, 2021 წლის პირველ ნახევარში Azeri Light-ის ნავთობის ფასი, CIF–ის პირობებით, ბარელზე 22,68 აშშ დოლარით, ანუ 53,1%-ით გაიზარდა.
მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველ კვარტალში 1 ბარელი აზერბაიჯანიული Azeri Light-ის ნედლი ნავთობის ღირებულება, CIF–ის პირობებით, 61,6 დოლარს შეადგენდა.
Azeri Light-ის ნავთობი იწარმოება “აზერი–ჩირაგ–გუნეშლის” საბადოების განვითარების ხელშეკრულების საფუძველზე. “სოკარის” წილი აღნიშნულ ხელშეკრულებაში 25%-ს შეადგენს. გამომუშავებული ნავთობი გადანაწილებულია პროექტის აქციონერებს შორის, ხელშეკრულებაში აღნიშნული “კუთვნილი წილების” საფუძველზე.
ACG ბლოკში ზერბაიჯანში წარმოებული ნავთობის 2/3 შედის.
ნინო სამადაშვილი