Tag Archives: #მილსადენი

საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ხარჯები 40%-ით, ხოლო გამტარუნარიანიბა 42%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სამხრეთ კავკასიური მილსადენი (SCP) 38 მილიონი დოლარი დაჯდა. აღნიშნული დაახლოებით 40%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია BP-Azerbaijan-ის მოხსენებაში. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში მილსადენის საოპერაციო ხარჯები გაიზარდა დაახლოებით 23%-ით და შეადგინა $ 27 მლნ. 2021 წლის იანვარ-ივნისში, SCP–ს საშუალო სიმძლავრე იყო 46.5 მილიონი კუბური მეტრი, რაც დაახლოებით 42%–ით მეტია გასულ წელთან შედარებით. შეგახსენებთ, რომ SCP-ის ...

Read More »

ბრიუსელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კონსულტაციებს გეგმავს

ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და გერმანიამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით უთანხმოებები მოაგვარეს, ევროკომისიას არ შეუცვლია საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება ზემოაღნიშნული პროექტის მიმართ. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, პროექტი არ შედის ევროკავშირის საერთო ინტერესების სფეროში. მისივე განცხადებით, ევროკომისია კონსულტაციებს გამართავს ევროკავშირის წევრ და მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის უკრაინასთან. ევროკომისიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ...

Read More »
სოკარმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანზიტი შემცირდა

მიმდინარე წლის მაისში, თურქეთის ტერიტორიიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით 15,580 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადაიტანეს. თურქული კომპანია BOTAŞ– ის მონაცემებით, ეს 1,374 მილიონი ბარელით, ანუ 8,1% -ით, ნაკლებია გასული წლის აპრილის მაჩვენებელზე. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, BTC- ის საშუალებით, თურქეთის გავლით 84.185 მილიონი ბარელი ნავთობია გადატანილი, რაც 10.558 მილიონი ბარელით ანუ 11,14%-ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში.

Read More »

დიმიტრი პესკოვი: რუსეთი მიესალმება აშშ-ის განზრახვას უარი თქვას Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება აშშ-ის განზრახვას უარი თქვას Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. „პრეზიდენტი პუტინი ვაშინგტომნში გაკეთებულ განცხადებებს გაეცნო და რუსეთი ამ განცხადებებს მიესალმება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დიმიტრი პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპაში უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტზე უარს არ იტყვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ჯეიჰანის პორტიდან 80 მლნ ბარელი ნავთობი გაიგზავნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით

Botas International Limited (BIL)-მა, თურქეთის ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორმა, მიმდინარე წელს ჯეიჰანის ტერმინალიდან განახორციელა 80,4443 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება. – იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” Report-ის ინფორმაციის თანახმად, ნედლი ნავთობი გადაზიდულია 111 ტანკერზე და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე. ამ დროისთვის ჯეიჰანის პორტიდან გაიგზავნა 3 მილიარდ 651 მილიონი ბარელი ნავთობის მქონე 4 770 ტანკერი. BIL განაგებს თურქეთში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ექსპლუატაციას 2001 წლიდან. ...

Read More »

ალი ასადოვი: “TAP-ის რეალიზებით ჩვენ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადავდგით”

“გასულ წელს სამხრეთის გაზის კორიდორის შემადგენელი ნაწილის პროექტის TAP-ის რეალიზებით, შაჰდენიზიდან გაზის ევროპაში მიწოდებით, ჩვენ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადავდგით”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა საქართველოს პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. ბაქოში შეხვედრისას აზერბაიჯანულმა და ქართულმა მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესაძლებლობებზე და განიხილეს ისტორიული პროექტები, რომლებსაც ქვეყნები ერთობლივად ახორცილებენ. “ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსთან ურთიერთობებს, ერთობლივ პროექტებს, ორმხრივ ურთიერთობებს ...

Read More »

აშშ-ს უდიდეს მილსადენზე კიბერთავდასხმის შემდეგ საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა

აშშ-ის უდიდეს მილსადენს Colonial-ს ჰაკერები  მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებით აშანტაჟებენ და გამოსასყიდს ითხოვენ. Collonial-მა, საფრთხის იდენტიფიცირების შემედეგ სისტემა ონლაინიდან გამორთო, თუმცა ჰაკერების ჯგუმფმა, რომელიც DarkSide-ის სახელით არის ცნობილი 100 გეგაბაიტის ოდენობის მონაცემების მოპარვა მაინც შეძლო. Colonial-ის გადაწყვეტილება, პარასკევს გვიან ღამით  მილსადენის დახურვის შესახებ, რომელიც ბენზინის, დიზელისა და რეაქტიული საწვავის მთავარ წყაროს წარმოადგენს აღმოსავლეთ სანაპიროსთვის, იმის თქმის გარეშე, თუ როდის გაიხსნება მილსადენი, ახალ სახიფათო ...

Read More »

ირანში ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი მილსადენი აფეთქდა

ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქვეყნის სიდიდით მეორე უმსხვილეს ქარხანაში ნავთობის მილსადენი გასკდა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ხანძარი კონტოლირებადია და მის ჩაქრობაში სახანძრო ჯგუფები მონაწილეობენ. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, აფეთქებამ დაკვამლიანება გამოიწვია, თუმცა მომწამვლელი აირი დასახლებულ პუნქტებამდე არ აღწევს. ნავთობი ძნელად მისადგომი ხეობაში ჩაიღვარა, სადაც სახანძრო ტექნიკა ვერ აღწევს. ირანელი ანალიტიკოსებიც განცხადებით, ირანის მოძველებული ნავთობის ინფრასტრუქტურა დიდიხანია რეაბილიტაციას საჭიროებს, რაც დასავლეთის სანქციებისა და ადგილობრივი ბიუროკრატიის გამო დროებით ...

Read More »