რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება აშშ-ის განზრახვას უარი თქვას Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.
„პრეზიდენტი პუტინი ვაშინგტომნში გაკეთებულ განცხადებებს გაეცნო და რუსეთი ამ განცხადებებს მიესალმება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
დიმიტრი პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპაში უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტზე უარს არ იტყვის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.
„რესპუბლიკელი“ სენატორები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას ითხოვენ.