აშშ-ს უდიდეს მილსადენზე კიბერთავდასხმის შემდეგ საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა

აშშ-ის უდიდეს მილსადენს Colonial-ს ჰაკერები  მოპოვებული ინფორმაციის გავრცელებით აშანტაჟებენ და გამოსასყიდს ითხოვენ.

Collonial-მა, საფრთხის იდენტიფიცირების შემედეგ სისტემა ონლაინიდან გამორთო, თუმცა ჰაკერების ჯგუმფმა, რომელიც DarkSide-ის სახელით არის ცნობილი 100 გეგაბაიტის ოდენობის მონაცემების მოპარვა მაინც შეძლო.

Colonial-ის გადაწყვეტილება, პარასკევს გვიან ღამით  მილსადენის დახურვის შესახებ, რომელიც ბენზინის, დიზელისა და რეაქტიული საწვავის მთავარ წყაროს წარმოადგენს აღმოსავლეთ სანაპიროსთვის, იმის თქმის გარეშე, თუ როდის გაიხსნება მილსადენი, ახალ სახიფათო ესკალაციას წარმოადგენს ransomware-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.  საგულისხმოა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ამ ტიპის კიბერ შეტევების წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტად აქვს განსაზღვრული.

უცნობია რა თანხას ითხოვს ჰაკერების ჯგუფი. თუმცა, როგორც წესი ასეთი შეტევების დროს გამოსასყიდი კრიპტოვალუტაში რამდენიმე ასეული დოლარიდან მილიონებამდე შეიძლება მერყეობდეს. ბევრი კომპანია, მონაცემების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ჰაკერების მოთხოვნას ასრულებს.

Colonial-ის საქმეში კიბერუსაფრთხოების კომპანია FireEye არის ჩართული. ინფორმირებულია თეთრი სახლიც.

Colonial-ის მილსადენზე კიბერ შეტევა უკანასკნელია კიბერშეტევების სერიაში, რომელიც აშშ-ში სხვადასხვა ორგანიზაციებზე ხორციელდება. ბოლო რამდენიმე დღეში ამ ტიპის შეტევები განხორციელდა ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტსა და სან-დიეგოში დაფუძნებულ საავადმყოფო Scripps Health-ზე

Leave a Reply