მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სამხრეთ კავკასიური მილსადენი (SCP) 38 მილიონი დოლარი დაჯდა.
აღნიშნული დაახლოებით 40%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია BP-Azerbaijan-ის მოხსენებაში.
კერძოდ, გასული წლის განმავლობაში მილსადენის საოპერაციო ხარჯები გაიზარდა დაახლოებით 23%-ით და შეადგინა $ 27 მლნ.
2021 წლის იანვარ-ივნისში, SCP–ს საშუალო სიმძლავრე იყო 46.5 მილიონი კუბური მეტრი, რაც დაახლოებით 42%–ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
შეგახსენებთ, რომ SCP-ის ინვესტორები არიან: BP (28,8%), TPAO (19%), PETRONAS (15,5%), AzSCP (10%), NICO (10%), LUKOIL (10%), Southern Gas Corridor Midstream (6,7%).
მილსადენი ექსპლუატაციაში შევიდა 2006 წლის ბოლოს და შაჰ დენიზის საბადოდან მოპოვებულ ბუნებრივ აირის აწვდის აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. კომერციული გაზის მიწოდება თურქეთში 2018 წლის ივნისში დაიწყო, ხოლო ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგება 2020 წლის დეკემბერში.
ნინო სამადაშვილი