Botas International Limited (BIL)-მა, თურქეთის ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორმა, მიმდინარე წელს ჯეიჰანის ტერმინალიდან განახორციელა 80,4443 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება. – იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”
Report-ის ინფორმაციის თანახმად, ნედლი ნავთობი გადაზიდულია 111 ტანკერზე და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე.
ამ დროისთვის ჯეიჰანის პორტიდან გაიგზავნა 3 მილიარდ 651 მილიონი ბარელი ნავთობის მქონე 4 770 ტანკერი.
BIL განაგებს თურქეთში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ექსპლუატაციას 2001 წლიდან. ნედლი ნავთობით სავსე პირველი ტანკერი ჯეიჰანის ტერმინალიდან გაიგზავნა 2006 წლის 2 ივნისს.