Tag Archives: #დიზელი

რატომ არ იაფდება საქართველოში საწვავი

ბაზარზე პრემიუმ ხარისხის საწვავის დეფიციტია

ნავთობპროდუქტებზე ბოლოდროინდელ ფასების მზარდ ტენდენციას სუპერის ტიპის საწვავზე დეფიციტიც დაემატა. პრემიუმ კატეგორიის საწვავის ძირითადი მომწოდებელი საქართველოსთვის რუმინეთი იყო, აგვისტოში კი მოწოდება ფაქტობრივად შეწყდა, რამაც, ცხადია, ბაზარზე პროდუქტის დეფიციტი შექმნა. პრობლემა ეტაპობრივად სხვა ქვეყნებთან – იტალიასთან, ბულგარეთთან და საბერძნეთთან თანამშრომლობით გვარდება. დეფიციტს სუპერის ტიპის საწვავზე ფასების დამატებითი ზრდა არ გამოუწვევია, თუმცა, დღევანდელი მოცემულობით ბენზინსა და დიზელზე ფასები პლაცის მიხედვით, მაინც რეკორდულ ...

Read More »

საქართველომ აზერბაიჯანიდან დიზელის საწვავის იმპორტი გაზარდა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველომ აზერბაიჯანიდან 114.3 ათასი ტონა დიზელის საწვავი შემიოტანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 300 ტონით აღემატება. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანმა დიზელზე საქართველოს საჭიროებების 18.1% დააკმაყოფილა. მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში საქართველომ საერთო ჯამში 631,4 ათასი ტონა ბენზინი და დიზელის საწვავი შეიძინა, რაც 23,1 ათასი ტონით  მეტია წინა წელთან შედარებით. საქართველოს საწვავის ...

Read More »
საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

რამ წაახალისა საქართველოში დიზელის კონტრაბანდა

საქართველოში საწვავი, განსაკუთრებით კი, დიზელი, 100%-ით ძვირი ღირს, ვიდრე მოსაზღვრე აზერბაიჯანში. მართალია, ეს ნავთობის მომპოვებელი და ექსპორტიორი ქვეყანაა და ფასიც დიდწილად ამით არის განპირობებული. ფასების ასეთი მკვეთრი სხვაობა ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის წინაპირობას ქმნის, რისი კონტროლიც რეალურად შეუძლებელია.  ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ,,კომერსანტთან“ ადასტურებს, რომ აზერბაიჯანიდან აღურიცხავი საწვავის, განსაკუთრებით, დიზელის შემოტანის ფაქტები გახშირდა. ,,აზერბაიჯანიდან არალეგალური დიზელის საწვავის შემომტანი არიან ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი იზრდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 631.4 ათასი ტონა, რაც 23.1 ათასი ტონით ანუ 3.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (608.3 ათასი ტონა) შედარებით და 50,1 ათასი ტონით ანუ 8,6%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (581,3 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2021 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ...

Read More »

საქართველოში საწვავის ფასი ახალ ანტირეკორდს ამყარებს

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში სანავთობო ბაზარზე ფასები შედარებით სტაბილურადაა, ხოლო ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გამყარდა, საწვავის ფასი ქვეყანაში ისევ იზრდება, რაზეც არსებული მონაცემებიც მეტყველებს. გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ყველა ტიპის საწვავზე ფასები გაზრდილია, თუმცა სხვადასხვა პროცენტულობით. საბოლოო ჯამში, ფასების საშუალო თვიური ზრდა 8.7%-ია. რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს. ერთ თვეში Regular 92 ტიპის ბენზინზე ფასი 2.62%- ...

Read More »

საქართველოში საწვავი ფასი კვლავ გაიზარდა

საქართველოს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა. რეგულარის ტიპის საწვავის ფასმა ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე უკვე გადააჭარბა 3 ლარის ნიშნულს. ხოლო, პრემიუმის ღირებულება 3 ლარს უკვე რამდენიმე თვეა აღემატება. ფასის მატების მთავარ მიზეზად, მსოფლიოს მასშტაბით საწვავის გაძვირება სახელდება. დღეის მდგომარეობით, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი “პრემიუმის” ფასი 3.15 ლარია, ხოლო “რეგულარის” 3.02 ლარი. “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე კი 1 ლიტრი”პრემიუმის” ფასი 3.15 ლარია, “რეგულარის” ...

Read More »

3 ლარი – ფსიქოლოგიური ნიშნული რეგულარის მარკის ბენზინმაც გადალახა

საქართველოში ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების ნაწილზე ყველაზე იაფი რეგულარის მარკის ბენზინის ფასმა ახალი ფსიქოლოგიური ნიშნული – 3–ლარიანი ზღვარი გადალახა. შედარებით დაბალი ფასის გამო რეგულარზე მოთხოვნა ყველაზე მაღალია და მისი წილი ბენზინის იმპორტსი 65%-ს აჭარბებს. ბრენდირებულ სადგურებზე რეგულარის ფასი 2.93-დან 3.03 ლარამდე მერყეობს, პრემიუმის 3.05-დან 3.15 ლარამდე, სუპერის ფასი 3.14 ლარიდან იწყება და 3.23 ლარზე ადის. დიზელის ფასი კი 2.85-დან 2.95-ის ფარგლებში ...

Read More »
საწვავის ფასები სხვადასხვა ქვეყნებში (ფასების ცხრილი)

საქართველოში საწვავის ფასი იზრდება

საქართველოს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი კვლავ  გაიზარდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ბენზინი ფასი ქვეყანაში საშუალოდ 73 თეთრით არის გაზრდილი. რეგულარის ტიპის საწვავის ფასი 3 ლარის ნიშნულს უახლოვდება. ხოლო, პრემიუმის ღირებულებამ უკვე რამდენიმე თვეა 3 ლარს გადააჭარბა. ფასის მატების მთავარ მიზეზად, მსოფლიოს მასშტაბით საწვავის გაძვირება სახელდება. რა ღირს ამჟამად საწვავი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე იხილეთ ქვემოთ:         შექმნილ ვითარებაში, სპეციალისტები ...

Read More »

ბენზინი წლიურად 57%-ით, დიზელი კი 48%-ით გაძვირდა – რა ღირს საწვავი ავტოგასამართ სადგურებზე

ბენზინის ფასი ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 56,86%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა. აღსანიშნავია, რომ ფასის მატებით, ბენზინი ივლისის 10 ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს/საქონელს შორის მოხვდა. რაც შეეხება დიზელის საწვავს მისი ფასი წლიურად – 47,94%-ით არის გაზრდილი. „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 3.12 ლარია; „რეგულარი“ – 2.97; სუპერი – ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

რუსეთში ბენზინი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა

სან-პეტერბურგის საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე (СПбМТСБ) AI-95 ბენზინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 21 ივლისის აუქციონის მონაცემებით, 1 ტონა ხსენებული მარკის  ბენზინი 59,85 ათასი რუბლი ღირდა, რაც 0,6 პროცენტით მეტია წინა დღესთან შედარებით, იუწყება ТАСС. AI-95–ის წინა მაქსიმალური ფასი 2020 წლის 3 ივლისს დაფიქსირდა – 59,78 ათასი რუბლი ტონაზე. ასევე, ზედიზედ მესამე დღეა, Ai-92 ბენზინი ანახლებს გაცვლითი ღირებულების რეკორდებს, რომელმაც 1 ტონაზე ...

Read More »