საქართველოს ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი კვლავ გაიზარდა.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ბენზინი ფასი ქვეყანაში საშუალოდ 73 თეთრით არის გაზრდილი.
რეგულარის ტიპის საწვავის ფასი 3 ლარის ნიშნულს უახლოვდება. ხოლო, პრემიუმის ღირებულებამ უკვე რამდენიმე თვეა 3 ლარს გადააჭარბა. ფასის მატების მთავარ მიზეზად, მსოფლიოს მასშტაბით საწვავის გაძვირება სახელდება.
რა ღირს ამჟამად საწვავი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე იხილეთ ქვემოთ:


შექმნილ ვითარებაში, სპეციალისტები გამოსავალს „მცურავი აქციზის“ დაწესებაში ხედავენ. მათი ნაწილი კი აცხადებს, რომ ბენზინზე ფასების ზრდას შესაჩერებლად აქციზის გადასახადის განახევრებაა საჭირო.
რაც შეეხება, ნავთობის მსოფლიო ბაზარზს, პანდემიის გამო, 1 წლის წინ, 2020 წლის აპრილში, 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანი იძულებით “შინ დარჩა”, რამაც საწვავის მოხმარება და შესაბამისად ნედლ ნავთობზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა, ამან კი Brent-ის ტიპის ნავთობზე ფასი XXI საუკუნის მინიმუმამდე, 73%-ით $18-მდე შემაცირა. მარაგების გადავსებისა და კონტრაქტების ვადის ამოწურვის შედეგად, ღირებულება მინუსზეც კი გავიდა და -$38-ზე დაფიქსირდა, რაც ნავთობის წარმოების ისტორიაში აბსოლუტური მინიმუმი იყო. ნავთობის 73%-იანი გაიაფების პარალელურად შარშან საქართველოში საწვავზე საცალო ფასები 20-25 პროცენტით შემცირდა. მსოფლიო ბაზარზე „შავი ოქროს“ ფასების ზრდა მაისიდან დაიწყო და დეკემბერში 1 ბარელი ნავთობის ფასი $50-ს გადასცდა, თებერვალში $60-ს. დღეს $64-ს უდრის.
ნავთობზე გლობალურმა ფასების ვარდნამ 2020 წელს საქართვლოს იმპორტის ღირებულება $259 მლნ-ით $498 მლნ-მდე შემცირდა, თუმცა იმპორტი რაოდენობრივად გაიზარდა 0.9%-ით 1.106 მლნ ტონამდე: ბენზინის იმპორტი 0.7%-ით 540 ათას ტონამდე შემცირდა, დიზელის კი 2.5%-ით 566 ათას ტონამდე გაიზარდა. იმის გამო, რომ კომენდანტის საათმა საქართველოში საწვავის მოხმარება შეამცირა, ვანო მთვრალაშვილი იმპორტის რაოდენობრივ ზრდას იმპორტიორი კომპანიების მიერ მარაგების შექმნით ახსნა.
წყარო: report.ge