Tag Archives: #გაზპრომი

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსულ ხომალდს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე რუსული ხომალდის „ფორტუნას“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.  სანქციები ასევე დაუწესდა ხომალდის მფლობელ რუსულ კომპანიას. შეზღუდვები ითვალისწინებს ექსპორტის, საბანკო და სავალუტო ოპერაციების აკრძალვას, ასევე აქტივების დაყადაღებას. სანქციების ქვეშ ასევე მოხვდნენ ხომალდები „რუსტანკერი“, „მაქსიმ გორკი“ და „სიერა“, რომლებიც რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავენ. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული სანქციების სიაში ასევე ...

Read More »

აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციების გამო „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობას გერმანული კომპანია გამოეთიშა

გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობის პროექტი პირველმა გერმანულმა კომპანიამ დატოვა. შესაბამის ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ბილდი“ კომპანიის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია კონცერნ Bilfinger SE-ზე. მედიასაშუალების ნობით, გაზსადენის მშენებლობას კომპანია აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესების გამო გამოეთიშა. გერმანულმა კომპანიამ პროექტიდან გასვლის შესახებ უკვე შეატყობინა აშშ-ის ხელისუფლებას, ასევე „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია Nord Stream 2 AG-ს. გერმანულ კომპანიას გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით გაფორმებული ჰქონდა რამდენიმე ...

Read More »

დანიურმა კომპანია Ramboll-მა Nord Stream 2 პროექტი აშშ-ს სანქციების გამო დატოვა

გაზპრომის კიდევ ერთმა კონტრაქტორმა უარი თქვა Nord Stream 2-ის დასრულებაში მონაწილეობაზე. დანიურმა კომპანია Ramboll- მა პროექტი დატოვა აშშ-ს სანქციების ქვეშ მოქცევის რისკის გამო – აცხადებს გაზეთი Politiken. Nord Stream 2-ის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ Ramboll იყო პროექტის გარემოსდაცვითი კონსულტანტი. კერძოდ, კომპანიამ განახორციელა გაზსადენის გარემოზე ზემოქმედების შესწავლა და წარადგინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები. გასულ ნოემბერს ნორვეგიული კომპანია Det Norske Veritas – ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

2020 – „გაზპრომის“ ისტორიაში ყველა მძიმე წელი

რამდენიმე წლის წინ „გაზპრომის“ ფუნქციონერები ვერ დაიჯერებდნენ, რომ მათი კონცერნის სტაბილურობის სიმბოლო მილების დიდ სიღრმეზე მონტაჟის ხომალდი გახდებოდა, სწორედ ის გემი, სახელად „ფორტუნა“ რომელმაც აშშ-ს მიერ შემოღებული სანქციების გვერდის ავლით გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს მშენებლობა უნდა დასრულდეს. დღეს არავინ იცის, მოახერხებს თუ არა ის ამ მისიის შესრულებას. გერმანიის ტერიტორიულ წყლებში სამუშაოები უკვე დასრულდა, იანვარში მილების ჩალაგება დანიაში უნდა დაიწყოს. თუმცა, აშშ ...

Read More »

რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი მინიმუმამდე შემცირდა

2020 წელს რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით 38 პროცენტით დაეცა და ყველაზე დაბალი იყო საბჭოთა პერიოდის შემდეგ. ნათქვამია “უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორის” ხელმძღვანელის სერხი მაკოგონის “ეკონომიკური სიმართლე”-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისივე თქმით, გასულ წელს “გაზპრომმა” უკრაინის ტერიტორიაზე 55.8 მილიარდი კუბური მეტრი საწვავი გადაქაჩა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში. შედეგად, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა დატვირთული იყო 30 პროცენტზე ...

Read More »

ბაიდენი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-სადმი მკაცრი მიდგომის მომხრეა

2019 წლის შომაბდე რამდენიმე დღით ადრე დონალდ ტრამპმა კანონს ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის შესახებ ხელი მოაწერა. სხვა პუნქტებთან ერთად, ამ დოკუმენტმა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ -ს პროექტს სანქციები დაუწესა. მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია იმაზე, ის, ვინც ითანამშრომლებს ამ პროექტთან, ვერასდროს მიიღებს კონტრაქტს ვერც ერთ კომპანიასთან, რომელსაც აშშ-სთან თუნდაც მინიმალური კავშირი აქვს. იმ დროისთვის მშენებლობა თითქმის დასრულებული იყო და რუსული მხარე ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

საქართველო წელს რუსეთიდან 200 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს შეიძენს

2021 წლის განმავლობაში საქართველო 200 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ ბუნებრივ აირს შეიძენს – ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსიდან ირკვევა. რუსული გაზის ეს მოცულობა 2020 წლის მაჩვენებლის ტოლია და ის მთლიანად საქართველოს გაზმომარაგების 7.32%-ს შეადგენს. ამ ბუნებრივი აირის შესყიდვა რუსეთის სახელმწიფო ენერგოკორპორაცია “გაზპრომ ექსპორტიდან” მოხდება. ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზის თანახმად, 2021 წელს საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება 186 მილიონი კუბური მეტრით ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

გაზის საერთაშორისო ფასები მკვეთრად გაიზარდა

2021 წლის მოსვლა გაზის ბაზარმა ფასების მკვეთრი ზრდით დაიწყო. ამის მიზეზები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში განსაკუთრებით ცივი ზამთარი და თხევადი გაზის წარმოებაში და ლოგისტიკაში გაჩენილი პრობლემების გამო ამ ტიპის საწვავის მიწოდების შემცირებაა. წლის დასაწყისში თხევადი გაზის შესყიდვები აზიაში მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ფასმა 1000 კუბურ მეტრზე რეკორდულ 800 დოლარს მიაღწია. შედეგად, მთელი თავისუფალი თხევადი გაზი აზიაში წავიდა, ევროპა კი „გაზპრომს“ შერჩა. გაზის ...

Read More »

„გაზპრომი“ ბიტკოინის საწარმოს ხსნის, რომელიც გაზის ენერგიაზე იმუშავებს

რუსული „გაზპრომი“ ახალ ბიზნესში იწყებს საქმიანობას – ბიტკოინის მოპოვება. კომპანიამ გადაწყვიტა გამოიყენოს ნავთობისა და გაზის მარაგები ბიტკოინის საწარმოებლად. კომპანია არის რუსეთის გაზის მონოპოლისტი და მსოფლიოში სიდიდით მე -10 ნავთობმწარმოებელი. „გაზპრომი“ ხელმძღვანელობს ისეთ ტრანსსასაზღვრო გაზსადენებთან დაკავშირებულ პროექტებს, როგორიცაა Nord Stream და South Stream, რომელიც რუსულ გაზს ევროპას აწვდის. “გაზპრომი” ახლა უკვე შეეცდება კრიპტოვალუტის ბაზარზე შესვლასაც. კომპანიის ახალი ობიექტი მდებარეობს ციმბირის ჩრდილო–დასავლეთ ...

Read More »

“გაზპრომის” მოლაპარაკებები 2021 წელს სომხეთში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით გრძელდება

„გაზპრომ ექსპორტმა“ და „გაზპრომ არმენიამ“ სომხეთში გაზის მიწოდების ხელშეკრულება გააგრძელეს მხოლოდ 2021 წლის პირველი კვარტლისთვის, “გაგრძელდება მოლაპარაკებები შემდგომ მიწოდებაზე” – განაცხადა რუსულმა კომპანიამ. მარტში სომხეთის ვიცე პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა წერილით მიმართა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს, რომელშიც შესთავაზა გლობალური ენერგეტიკული ბაზრის პროგნოზებისა და არსებული ვითარების გათვალისწინებით, ახალი მოლაპარაკებების დაწყება სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ფასის შემცირების, აგრეთვე ეროვნული ვალუტის გადასახდელების გადარიცხვის შესახებ. ამის ...

Read More »