რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი მინიმუმამდე შემცირდა

2020 წელს რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით 38 პროცენტით დაეცა და ყველაზე დაბალი იყო საბჭოთა პერიოდის შემდეგ. ნათქვამია “უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემის ოპერატორის” ხელმძღვანელის სერხი მაკოგონის “ეკონომიკური სიმართლე”-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, გასულ წელს “გაზპრომმა” უკრაინის ტერიტორიაზე 55.8 მილიარდი კუბური მეტრი საწვავი გადაქაჩა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში. შედეგად, უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა დატვირთული იყო 30 პროცენტზე ნაკლებით.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ “გაზპრომმა” მაინც გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 65 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტის საფასური.

Leave a Reply