Tag Archives: #ბიტკოინი

კრიპტოვალუტა – ცუდი ბიზნესი და ეკოლოგიური კატასტროფა

Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ეკონომისტი დამბის დი მაიო ამტკიცებს, რომ ბიზნესლიდერებმა ბიტკოინში ფული უნდა ჩადონ და ამის სასარგებლოდ 3 არგუმენტს ასახელებს – პირველი – ბიტკოინი კომპანიის რისკების შემცირების საშუალებაა, მეორე – კრიპტოვალუტა განვითარებად ქვეყნებში ბიზნესის წარმოებას ამარტივებს, მესამე – ციფრულ ვალუტებს დიდი მომავალი აქვთ. რამდენად მართალია თავის შეფასებებში დი მაიო? განვიხილოთ მისი არგუმენტები პუნქტებად. ჯერ ერთი, გაუგებარია კრიპტოვალუტას ბიზნეს-რისკების შემცირება როგორ ...

Read More »

აფხაზეთში კრიპტოვალუტების მოპოვების აკრძალვა 1 წლით გახანგძლივდა

 1 ივნისამდე მხოლოდ 2 თვე დარჩა – აფხაზეთის მთავრობის მიერ კრიპტოვალუტების მაინინგის აკრძალვა სწორედ ამ დღეს უნდა დასრულებულიყო. აფხაზურ საზოგადოებაში ამ დღეებში აქტიური დისკუსია გაჩაღდა – რა იქნება სწორი აკრძალვის ვადის გასვლის შემდეგ – გაგრძელება თუ მაინინგის ნებართვის აღდგენა? იმ დროისთვის მეტეოროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ენერგომოხმარება შემცირდება, შესაბამისად, კრიპტოვალუტის მოპოვებაც დიდი პრობლემა არ იქნება. აზრები გაიყო  – მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ...

Read More »

ლაგარდი: ECB-ი კრიპტოვალუტის გამოშვებას მომდევნო 4 წელში შეძლებს

როგორც ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი აცხადებს, ECB-ი ციფრული ვალუტის გაშვებას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლებს, თუ პოლიტიკოსები პროექტს მიმდინარე წლის ზაფხულში “მწვანე შუქს აუნთებენ”. ”ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სწორად მოვიქცევით, ეს ევროპელების წინაშე გვმართებს. რეალისტები რომ ვიყოთ, მთელი პროცესი, ჩემი აზრით, კიდევ ოთხი წელი გაგრძელდება, შესაძლოა ცოტა მეტიც”,- ამბობს ლაგარდი Bloomberg-თან სატელევიზიო ინტერვიუში. ამავდროულად, ECB-ი აპირებს გამოაქვეყნოს ...

Read More »

PayPal-ზე კრიპტოვალუტით გადახდა იქნება შესაძლებელი

ელექტრონული გადახდების უმსხვილესმა სისტემამ PayPal-მა მომხმარებლებს ონლაინმაღაზიებში კრიპტოვალუტით გადახდის საშუალება მისცა. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, დენ შულმანმა განაცხადა. კომპანიის გადაწყვეტილებით, ბიტკოინებისა და სხვა კრიპტოვალუტების ტრადიციულ ვალუტებში გადაცვლა იქნება შესაძლებელი. სერვისის ამუშავების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ეს უახლოეს თვეებში მოხდება. ბიტკოინის მთავარ პრობლემად ამ დრომდე მაღალი ვოლატილობა რჩება, რაც თავის მხრივ გადახდისას მისი გამოყენების ...

Read More »

ბიტკოინის მაინერები თვითგანადგურებისკენ მიდიან

ბევრი კრიტიკა, რაც ბიტკოინის შესახებაა, გადაჭარბებულია თუმცა, კრიპტოვალუტის მიერ რესურსების, მაგალითად ენერგიის და ჩიპების, მზარდი  გამოყენება, ყურადღების მიღმა ვერ დარჩება. თუ ბიტკოინს სურს, რომ მთავრობების რისხვა ასცდეს, საჭიროა ისეთი ტექნოლოგიებისკენ გადაინაცვლოს, რომელიც მისი ფასის შესანარჩუნებლად, მასობრივი რესურსის მუდმივ გამოყენებას არ მოითხოვს.ბიტკოინის კრიტიკაში პრობლემა ის არის, რომ აქამდე მას ბევრი არარეალისტური მიზეზის გამო აკრიტიკებდნენ. თავდაპირველ ენთუზიასტებს სჯეროდათ და ბევრს ისევ სჯერა, რომ კრიპტოვალუტა ...

Read More »

ევროკავშირმა ციფრული ევროს შემუშავებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის სამიტი მხარს უჭერს ევროს უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო როლს და მხარს უჭერს ციფრული ევროს შემუშავებას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის ევროზონის განვითარების საბოლოო განცხადებაში. “სამიტის მიზანი იყო უფრო ინოვაციური ფინანსური სექტორის, უფრო ეფექტური და მდგრადი გადახდის სისტემების გაძლიერება და შექმნა. ამ კონტექსტში, მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელდეს ციფრული ევროს ამოქმედების შესაძლებლობის შესასწავლად”, – ნათქვამია დოკუმენტში. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ ...

Read More »

კარდანო – მორიგი დიდი კრიპტოვალუტა

ბოლო სამი თვის განმავლობაში კარდანოს მეტეორული ზრდა კრიპტოვალუტებში ყველაზე გამოცდილი ინვესტორების ყურადღებას იპყრობს. კარნადო საბაზრო ღირებულების მიხედვით მესამე უდიდესი კრიპტოვალუტაა ბიტკოინის და ეთერიუმის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ არ გააჩნია მრავალი ისეთი ფუნქცია, რომელიც მის უკვე თავდამკვიდრებულ კონკურენტებს  აქვთ, ამას ხელი არ შეუშალა კარდანოსთვის Reddit- ზე ლოიალური მიმდევრების მოეპოვებინა. თუმცა კარდანომ, ასევე Reddit-ის ფავორიტი GameStop-ისგან განსხვავებით, ამ დრომდე შეძლო ...

Read More »

ნორვეგიელი ნოვთობმილიარდერი ფსონს ბიტკოინზე აკეთებს

ნავთობმილიარდერი კელ ინგე როკი ბიტკოინზე დებს ფსონს. ნორვეგიელი მილიარდერი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტა საუკეთესო დაცვა იქნება ფინანსური ინდუსტრიისა და ცენტრალური საბანკო სისტემის დესტრუქციის წინააღმდეგ. როკის Aker ASA, რომელიც ნავთობისა და ნავთობმომსახურების კომპანიებს აკონტროლებს, ბიტკოინის პოტენციალის გამოსაყენებლად ახალ ბიზნესს ქმნის. Seetee-ს სახელით ცნობილი ახალი კომპანია ბიტკოინში ინვესტიციებზე იქნება ორიენტირებული, ითანამშრომლებს ბიტკოინის წამყვან მოთამაშეებთან და უფრო ფართო ბლოკჩეინ საზოგადოებებთან. ასევე, დაიწყებს ბიტკოინის ვერიფიკაციის ოპერაციებს ...

Read More »

ბიტკოინის ფასმა $61 000-ს გადააჭარბა

ბიტკოინის ფასმა $60 000-ს პირველად გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, ის $61 074 ღირს. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ, რომლის ფასიც გასული წლის ბოლოს შემდეგ გასამმაგდა, წამყვანი კომპანიების მხარდაჭერა მოიპოვა, რაც მისი რეკორდულად გაძვირების მიზეზი გახდა. როგორც BBC წერს, ბიტკოინის ბაზრის საერთო მოცულობა უკვე $1 ტრილიონს აჭარბებს. შეგახსენებთ, თებერვალში ილონ მასკმა განაცხადა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ $1.5 მილიარდის ოდენობის ბიტკოინი შეიძინა. მისივე თქმით, ...

Read More »

როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია და პროგნოზების მიხედვით ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი მაინც უნდა შენდებოდეს. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად იკლებს, რატომ მოვიხმართ საქართველოში უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას, რომელსაც უცხოეთში ვყიდულობთ, თანაც საკმაოდ ძვირად და რატომ უძვირდება დენი მოსახლეობას? იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა იკლებს, შეიძლება ელექტროენერგიის ...

Read More »