ლაგარდი: ECB-ი კრიპტოვალუტის გამოშვებას მომდევნო 4 წელში შეძლებს

როგორც ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი აცხადებს, ECB-ი ციფრული ვალუტის გაშვებას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლებს, თუ პოლიტიკოსები პროექტს მიმდინარე წლის ზაფხულში “მწვანე შუქს აუნთებენ”.

”ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სწორად მოვიქცევით, ეს ევროპელების წინაშე გვმართებს. რეალისტები რომ ვიყოთ, მთელი პროცესი, ჩემი აზრით, კიდევ ოთხი წელი გაგრძელდება, შესაძლოა ცოტა მეტიც”,- ამბობს ლაგარდი Bloomberg-თან სატელევიზიო ინტერვიუში.

ამავდროულად, ECB-ი აპირებს გამოაქვეყნოს 8 000 პასუხის ანალიზი, რომელიც მან საჯარო კონსულტაციის პროცესში, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის პოტენციური ამოქმედების შესახებ მიიღო. ეს მონაცემები ეგზავნება ევროპარლამენტს, შემდეგ კი ECB-ის გადაწყვეტილების მიმღები მმართველი საბჭო, მიმდინარე წლის შუა თვეებში, გადაწყვეტს წაწიოს თუ არა წინ ეს პრაქტიკული ექსპერიმენტი.

ლაგარდის თქმით, მეორე გადაწყვეტილება, ევროპის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შემოღების შესახებ, ექვსი თვის ან ერთი წლის შემდეგ მიიღება.

”ესაა როგორც ტექნიკური ძალისხმევა, ასევე ძირეული ცვლილება. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სისტემას არა თუ დავაზიანებთ, არამედ გავაუმჯობესებთ”,- ამბობს ლაგარდი და აღნიშნავს, რომ ნაღდი ფული ასევე ხელმისაწვდომი დარჩება.

ლაგარდმა ასევე განაცხადა, რომ ის ყურადღებით დააკვირდება ბაჰამის კუნძულების ციფრულ ვალუტას, რომელსაც Sand Dollar-ი ერქმევა.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply