PayPal-ზე კრიპტოვალუტით გადახდა იქნება შესაძლებელი

ელექტრონული გადახდების უმსხვილესმა სისტემამ PayPal-მა მომხმარებლებს ონლაინმაღაზიებში კრიპტოვალუტით გადახდის საშუალება მისცა. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, დენ შულმანმა განაცხადა.

კომპანიის გადაწყვეტილებით, ბიტკოინებისა და სხვა კრიპტოვალუტების ტრადიციულ ვალუტებში გადაცვლა იქნება შესაძლებელი.

სერვისის ამუშავების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ ეს უახლოეს თვეებში მოხდება.

ბიტკოინის მთავარ პრობლემად ამ დრომდე მაღალი ვოლატილობა რჩება, რაც თავის მხრივ გადახდისას მისი გამოყენების სირთულეს უკავშირდება. PayPal-ში ვარაუდობენ, რომ მათი ინიციატივა პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს.

Leave a Reply