Tag Archives: #გაზი

ბაიდენი: რუსეთმა ენერგორესურსები მეზობლების წინააღმდეგ იარაღად არ უნდა გამოიყენოს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შეთანხმდნენ, რომ შეეწინააღმდეგებიან რუსეთის მცდელობებს, გამოიყენოს “ჩრდილოეთ ნაკადი-2”-ის მილსადენი იარაღად მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ, როგორიცაა უკრაინა. ამის შესახებ CNBC იტყობინება. “ერთობლივად დავიცავთ ნატო-ს მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის აგრესიისგან. მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი შეშფოთება “ჩრდილოეთ ნაკად-2″-თან დაკავშირებით. კანცლერი მერკელი და მე ერთნი ვართ იმ პოზიციაში, რომ რუსეთს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, გამოიყენოს ...

Read More »

უკრაინა “თურქული ნაკადის” გამო კომპენსაციას ითხოვს

კიევი გეგმავს მოლაპარაკების გამართვას ბრიუსელთან, “თურქული ნაკადის” გამო, გაზის “სამხრეთით” ტრანზიტის დაკარგვისგან გამოწვეული ზარალისთვის კომპენსაციის მიღებასთან დაკავშირებით. ოქსანა იშჩუკმა, კიევის გლობალური კვლევების ცენტრის „სტრატეგია XXI“-ის დირექტორმა აღნიშნული განცხადება „უკრაინფორმის“ სტატიაში გააკეთა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსული გაზსადენის პროექტი Nord Stream 2 ამოქმედდება, ქვეყანას 10-15 წლით ბუნებრივი აირის სტაბილურად მიწოდების გარანტიები დასჭირდება. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ევროკავშირისგან გარანტიები ...

Read More »

თურქეთში ელექტროენერგიის ფასი 12%-ით, ხოლო ბუნებრივი გაზის ფასი 15%-ით გაიზარდა

თურქეთში ელექტროენერგიის ტარიფი ყველა ტიპის მომხარებლისთვის 15%-ით გაიზარდა. ბუნებრივი გაზის ტარიფმა მოსახლეობისთვის 12%-ით, ინდუსტრიული მომხმარებლისთვის და ბუნებრივ გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის კი 20%-ით მოიმატა. ინფორმაციას თურქული წყარო bianet-ი ავრცელებს. დღევანდელი მონაცემებით, მოსახლეობის ელექტროენერგიის ტარიფი 10.55 აშშ ცენტია. სტატისტიკის თანახმად, ბოლო სამნახევარ წელიწადში ელექტროენერგიის ტარიფი 122%-ით გაიზარდა. Energy Market Regulatory Authority-ის (EPDK) განმარტებით, ფასების მატება ელექტროენერგიის გენერაციის თვითღირებულების ზრდამ გამოიწვია, რაც ერთი ...

Read More »

პუტინი და ლუკაშენკო ბუნებრივი აირის ფასზე შეთანხმდნენ

რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის პრეზიდენტებს – ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის მოლაპარაკებებმა პეტერბურგში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, განუცხადა RIA Novosti-ს რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის პრეზიდენტებმა დეტალურად განიხილეს რამოდენიმე საკითხი და შეიმუშავეს სამოქმედ გეგმები საბაჟო, ენერგეტიკულ და საგადასახადეო მიმართულებით, დასძინა მან. ”პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ლუკაშენკოს შორის მოლაპარაკებები, რომლებიც გაიმართა პეტერბურგში, დასრულდა. პრეზიდენტებს ძალიან დეტალური ...

Read More »
გაზსადენი TAP-ის მშენებლობა იწყება

ჩრდილოეთ მაკედონია TAP-ს უერთდება

საბერძნეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობები ახალი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ, რომელიც  ტრანს-ადრიატიკის გაზსადენს (TAP) შეუერთდება. ჩრდილოეთ მაკედონიის მედიის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, კრეშნიკ ბექტაშმა ათენში ხელი მოაწერა გაზის მილსადენის შესახებ შეთანხმებას. ”ეს არის დიდი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისკენ და ხელს შეუწყობს ბუნებრივი გაზის მარაგების დივერსიფიკაციას,” – აღნიშნა მინისტრმა. საბერძნეთთან გაზსადენის მშენებლობის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიას TAP-ით აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზის მიღება შეეძლება. საბერძნეთის ...

Read More »

მერკელი: Nord Stream 2 უკრაინის გავლით გაზის მიწოდებას საფრთხეს არ უქმნის

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მტკიცებით, ევროპა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინის გავლით, გაზის მიწოდება Nord Stream 2-ის მშენებლობის შემდეგაც გაგრძელდეს. განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის ერთგვარი გაფრთხილებაა, რომ მილსადენი პოლიტიკურ იარაღად არ გამოიყენოს. “ყველანაირად ვცდილობთ იმის ახსნას, რომ Nord Stream 2 არ შეცვლის უკრაინის გავლით დაპირებულ მიწოდებას”, – განაცხადა მერკელმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. Nord Stream 2 ხუთშაბათს მერკელისა ...

Read More »

ნავთობისა და გაზის კორპორაციას 2020 წელს მოგება 37-ჯერ ₾3.2 მლნ-მდე შეუმცირდა

თითქმის ₾1 მლრდ-ის შემოსავალი და ₾3.2 მლნ-ის წმინდა მოგება – ასეთია „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 2020 წლის კონსოლიდირებული შედეგი. კორპორაციას 2020 წელს 997.2 მლნ ლარის შემოსავალი ჰქონდა, 123.4 მლნ-ით მეტი 2019 წელთან შედარებით, თუმცა თითქმის 17 მლნ ჰქონდა შემცირეული საოპერაციო მოგება, რაც 143.9 მლნ ლარს შეადგენდა. წმინდა მოგება კი, 37-ჯერ არის შემცირებული 120.1 მლნ-დან 3.197 მლნ-მდე. კომპანიის შემოსავლების სტრუქტურა: გაზის ...

Read More »
თბოსადგურ გარდაბანი 2-ის აშენებას ჩინური CTEC-ი გეგმავს

GOGC “გარდაბანი 3”-ის მშენებლობის დაწყებას წლის მეორე ნახევარში გეგმავს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია კიდევ ერთი, რიგით მესამე, გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური „გარდაბანი 3“-ის მშენებლობას სავარაუდოდ, 2021 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს. ამის შესახებ კორპორაციის წლიურ ანგარიშშია ნათქვამი. დაგეგმილია 272 მგვტ სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობა. გათვალისწინებულია ორი აირ ტურბინის და ერთი ორთქლის ტურბინის მშენებლობა. მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2023 წლისთვის იგეგმება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 175 მლნ ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის მოპოვება 6%-ით გაიზარდა

2020 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანში 25,8 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით ბუნებრივი აირი იქნა მოპოვებული. აღნიშნულის თაობაზე იუწყება აზერბაიჯანული Report. BP-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ენერგეტიკის წლიური სტატისტიკური მიმოხილვის თანახმად, 2020 წელს ბუნებრივი აირის წარმოება 6%-ით მეტია, 2019 წლის მაჩვენებელს. 2019 წლის ბოლოსთვის, აზერბაიჯანში გაზის მოპოვება 24,3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ბუნებრივი აირის წარმოება 2000 წლის ბოლოს  16,3 მილიარდ კუბურ მეტრს ...

Read More »

გერმანიამ “Nord Stream-2” შეჩერების შესაძლებლობა დაუშვა

ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში როდერიხ კიზევეტერმა თანაპარტიელებს მოუწოდა უფრო კრიტიკულად მიუდგნენ Nord Stream 2-ს მორატორიუმის დადგენაზე იფიქრონ, იუწყება ჟურნალი Der Spiegel. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მშენებარე გაზსადენი არის არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური პროექტი და მისი გაშვება უნდა იყოს შეჩერებული. საჭიროების შემთხვევაში, მისი მშენებლობის გაგრძელება მოგვიანებით შეიძლება. “Nord Stream 2, პირველ რიგში, გეოპოლიტიკური პროექტია. რუსეთს სურს უკრაინა ბუნებრივი აირის ...

Read More »