ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის მოპოვება 6%-ით გაიზარდა

2020 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანში 25,8 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით ბუნებრივი აირი იქნა მოპოვებული. აღნიშნულის თაობაზე იუწყება აზერბაიჯანული Report.

BP-ის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო ენერგეტიკის წლიური სტატისტიკური მიმოხილვის თანახმად, 2020 წელს ბუნებრივი აირის წარმოება 6%-ით მეტია, 2019 წლის მაჩვენებელს.

2019 წლის ბოლოსთვის, აზერბაიჯანში გაზის მოპოვება 24,3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.

ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ბუნებრივი აირის წარმოება 2000 წლის ბოლოს  16,3 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევდა, 2011 წელს – 16 მილიარდ კუბურ მეტრს, 2012 წელს – 16,8 მილიარდ კუბურ მეტრს, 2013 წელს – 17,4 მილიარდ კუბურ მეტრს, 2014 წელს – 18,4 მილიარდ კუბურ მეტრს, 2015 წელს – 18,8 მილიარდ კუბურ მეტრს, 2016 წელს – 18,3 მილიარდ კუბურ მეტრს, 2017 წელს – 17,8 მილიარდ კუბურ მეტრს, ხოლო 2018 წლის ბოლოს ქვეყანაში გაზის წარმოებამ  19 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

Leave a Reply