თითქმის ₾1 მლრდ-ის შემოსავალი და ₾3.2 მლნ-ის წმინდა მოგება – ასეთია „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ 2020 წლის კონსოლიდირებული შედეგი.
კორპორაციას 2020 წელს 997.2 მლნ ლარის შემოსავალი ჰქონდა, 123.4 მლნ-ით მეტი 2019 წელთან შედარებით, თუმცა თითქმის 17 მლნ ჰქონდა შემცირეული საოპერაციო მოგება, რაც 143.9 მლნ ლარს შეადგენდა.
წმინდა მოგება კი, 37-ჯერ არის შემცირებული 120.1 მლნ-დან 3.197 მლნ-მდე.
კომპანიის შემოსავლების სტრუქტურა:
გაზის რეალიზაცია – 585.09 მლნ
ელექტროენერგიის წარმოება/მიწოდება – 333.23 მლნ
ნედლი ნავთობის გაყიდვა – 9.4 მლნ
გაზსადენის იჯარა 43.06 მლნ
ნავთობის ტრანსპორტირება – 26.3 მლნ
სხვა შემოსავლები – 69.4 მლნ