Tag Archives: #გაზი

როდის ამოქმედდება გაზის ბირჟა?

ბუნებრივი არის ბირჟის ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განმარტა, ბირჟის გაშვებას მინიმუმ 1 ან 2 წელი დასჭირდება. „რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა გაზის ბაზრის კონცეფცია. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, გაზის ტრანსპორტირების კომპანიასთან ერთად უნდა დააფუძნოს სახელმწიფო შპს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი ბირჟის ორგანიზებაზე. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს 6 კვირის ვადაში. მას შემდეგ, ...

Read More »
დაბინძურებული ჰაერი კლავს - შეშა, გაუმართავი ტრანსპორტი, მანგანუმის საბადოები...

“წიაღისეული საწვავის მიწის ქვეშ შენარჩუნება აუცილებელია”

ნავთობისა და გაზის თითქმის 60% და ქვანახშირის 90% მიწის ქვეშ, მოპოვების გარეშე უნდა შევინარჩუნოთ, რათა გლობალური დათბობით გამოწვეული 1.5-გრადუსიანი ტემპერატურის მატება შევინარჩუნოთ, – წერს BBC მეცნიერებზე დაყრდნობით. პროგნოზი ემყარება გლობალურად, ენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნის დეტალურ ანალიზს. „კოვიდპანდემიის გამო, საწვავის წარმოებამ მკვეთრად იკლო, მაგრამ ტემპი კვლავ იზრდება“, – ამბობს ასოცირებული პროფესორი სტივ პაი. მკვლევრები მთავრობებს მოუწოდებენ, გაატარონ გაბედული პოლიტიკა, რათა შეაჩერონ აღნიშნული წიაღისეულის მოპოვება.

Read More »
გაზზე მომუშავე მანქანების ტექნიკური შემოწმება 2017 წლიდან ამოქმედდება

დეფიციტისა და აქციზის გაზრდის გამო თხევადი გაზის ფასმა 2 ლარს მიაღწია

თხევადი არის (LPG) ბაზარზე  დეფიციტია, რის გამოც ფასმა უკვე 2 ლარს მიაღწია. ამის მიზეზად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  რუსეთის ბაზარზე არსებულ ვითარებას მიიჩნევს, კერძოდ, რუსეთის ბაზარზე მოთხოვნა არნახულად არის გაზრდილი, ამიტომ მიწოდების მხრივ პრობლემა შეიქმნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, რომ ინდუსტრიამ დროულად ვერ მიიღო ზომები და არ იზრუნა ბაზრის დივერსიფიცირებაზე, ხოლო არასტაბილურ პარტნიორზე დამოკიდებულებამ საქართველოში თხევადი გაზის იმპორტში  უკვე ...

Read More »

„გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას მომავალი თვიდან გეგმავს

რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომი“ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის ამოქმედებას მომავალი თვიდან გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, რუსულ ენერგოგიგანტს სურს, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პირველი ხაზით გერმანიაში ბუნებრივი აირის მიწოდება პირველ ოქტომბერს დაიწყოს. თუმცა, ევროპაში ახალი გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყების ვადა საბოლოოდ დამოკიდებულია გერმანიის მარეგულირებლის გადაწყვეტილებაზე. გაზსადენის ორივე ხაზის ამოქმედება კი პირველი დეკემბრიდან იგეგმება. „ბლუმბერგის“ ცნობით, „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ს ჯერ კიდევ ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასმა 670 დოლარს გადააჭარბა

ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და ათას კუბურ მეტრზე მისი ღირებულება 670 აშშ დოლარს აღემატება. ამრიგად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 671 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ წინა კვირის დასაწყისში, ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” შეტყობინების, 5,6 მილიარდი ...

Read More »

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ათას აბონენტს გაზი შეუწყდება

“თბილისი ენერჯი” გაცნობებთ, რომ ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზაზე, ახალ გაზსადენზე გადართვითი სამუშაოების გამო 8 სექტემბერს, საღამოს 18:00 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეუწყდება 5000 მდე აბონენტს. სამუშაოები კოპმანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ დაკვეთით მიმდინარეობს. გაზის მიწოდება შეუწყდება – საბურთალოს რ-ში – იური გაგარინის ქ. 18-ში, ი. გაგარინის ქ. 29-ში მდებარე შპს ,,ირს თაუერი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, მიმდებარედ ვაზისუბნის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ვეძისის დასახლებაში ...

Read More »

ჩრდილოეთის ნაკადი 2 შეეცდება ევროპას წყალბადიც მიაწოდოს

Nord Stream 2 გაზსადენის ოპერატორი Nord Stream 2 AG სწავლობს წყალბადის ტრანსპორტირების შესაძლებლობას, განაცხადა ავსტრიის OMV–ს ყოფილმა ხელმძღვანელმა რაინერ ზელემ. თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე მან აღნიშნა, რომ მსგავსი კვლევები ტარდება, მაგრამ “პროგნოზები უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა ესაუბროთ ინჟინრებს, ტექნიკურ სპეციალისტებს, რამდენად არის ხსენებული ტექნიკურად შესაძლებელი, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წყალბადს და ბუნებრივ აირს აქვთ ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 650 დოლარს გადააჭარბა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი უკონტროლო ზრდას აგრძელებს. ოქტომბრის ფიუჩერსების კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 659 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ წინა კვირის დასაწყისში, ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” შეტყობინების, 5,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძლო მიწოდების შესახებ. Financial ...

Read More »

რა თანხას იხდის საქართველო რუსულ და აზერბაიჯანულ გაზში

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ბუნებრივი აირის (ბუნებრივი აირი აირისებრ მდგომარეობაში) იმპორტში $168.7 მილიონი გადაიხადა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირის იმპორტში დახარჯული თანხა 6.2%-ით შემცირდა. 2020 წლის 7 თვეში საქართველოს ბუნებრივი აირის იმპორტი $180 მილიონი დაუჯდა. როგორც”ბიზნეს ფორმულას” საქსტატიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველომ აზერბაიჯანს ბუნებრივ აირში $116.1 მილიონი გადაუხადა, ხოლო რუსული გაზის შესყიდვა $52.6 მილიონი დაუჯდა. აღსანიშნავია, ...

Read More »

Fitch: ევროპაში ბუნებრივი აირი 2022 წლის ბოლომდე გააგრძელებს გაძვირებას

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა 2021–2022 წლებისთვის ბუნებრივი აირის პროგნოზირებული ფასები გაზარდა, ევროპაში რესურსების ღირებულების მატების დინამიკისა და სტაბილურ მარაგებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. Fitch-ის ანალიტიკოსების აზრით, ის რომ სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 632 აშშ დოლარს გადასცდა, ძირითადად გამოწვეულია ცუდი ამინდით, 2020 წლიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) მოწოდებისა და ევროპის გაზსაცავებში ბუნებრივი აირის რეზერვების მნიშვნელოვნად შემცირებით. ...

Read More »