ნავთობისა და გაზის თითქმის 60% და ქვანახშირის 90% მიწის ქვეშ, მოპოვების გარეშე უნდა შევინარჩუნოთ, რათა გლობალური დათბობით გამოწვეული 1.5-გრადუსიანი ტემპერატურის მატება შევინარჩუნოთ, – წერს BBC მეცნიერებზე დაყრდნობით.
პროგნოზი ემყარება გლობალურად, ენერგიის მიწოდებისა და მოთხოვნის დეტალურ ანალიზს.
„კოვიდპანდემიის გამო, საწვავის წარმოებამ მკვეთრად იკლო, მაგრამ ტემპი კვლავ იზრდება“, – ამბობს ასოცირებული პროფესორი სტივ პაი.
მკვლევრები მთავრობებს მოუწოდებენ, გაატარონ გაბედული პოლიტიკა, რათა შეაჩერონ აღნიშნული წიაღისეულის მოპოვება.