რა თანხას იხდის საქართველო რუსულ და აზერბაიჯანულ გაზში

2021 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ბუნებრივი აირის (ბუნებრივი აირი აირისებრ მდგომარეობაში) იმპორტში $168.7 მილიონი გადაიხადა. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირის იმპორტში დახარჯული თანხა 6.2%-ით შემცირდა. 2020 წლის 7 თვეში საქართველოს ბუნებრივი აირის იმპორტი $180 მილიონი დაუჯდა.

როგორც”ბიზნეს ფორმულას” საქსტატიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველომ აზერბაიჯანს ბუნებრივ აირში $116.1 მილიონი გადაუხადა, ხოლო რუსული გაზის შესყიდვა $52.6 მილიონი დაუჯდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით 2021 წლის 7 თვეში რუსულ გაზში გადახდილი თანხა 3 ჯერ გაიზარდა. 2020 წელს რუსული გაზის იმპორტში საქართველომ მხოლოდ $17 მილიონი გადაიხადა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის საანგარიშო პერიოდში, $2.8 მილიონის ღირებულების გაზი საქართველომ სომხეთისგანაც შეიძინა.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply