Tag Archives: #ენერგეტიკა

“მწვანე ენერგიის” წილი უკრაინის ენერგეტიკაში გასული წლის განმავლობაში გაორმაგდა

2020 წელს უკრაინაში ენერგიის წარმოებაში მზისა და ქარის ელექტროსადგურების წილი გაორმაგდა და 6.8% შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.3% იყო. აღნიშნულის შესახებ “უკრენერგოს” პრესსამსახური იუწყება. გასულ წელს ქარისა და მზის სადგურების მიერ გამომუშავებული სიმძლავრე 41%–ით ანუ 1,9 გიგავატით გაიზარდა და 6,4 გიგავატს მიაღწია. საერთო ჯამში, მზისა და ქარის ელექტროსადგურებმა 2020 წლის განმავლობაში 148.9 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ...

Read More »

,,ენერგეტიკული ბირჟა ვერც 6 თვეში ამოქმედდება – რეფორმა კიდევ ერთხელ ჩავარდება“

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  დეპუტატებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილისგან ელექტროენერგეტიკის სექტორში, ბაზრის მიმდინარე რეფორმის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. მოსმენის გამართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ცნობილი გახდა, რომ 1ივლისს დაგეგმილი ენერგეტიკული ბირჟის სრულფასოვანი სტარტი 6 თვით, 2022 წლის 1 იანვრამდე გადაიდო. ამის თაობაზე მთავრობის დადგენილება უკვე ძალაშია შესული. ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებული ...

Read More »
ინოვაციური სასტუმრო მზის ენერგიაზე

გერმანიის ფედერალური მთავრობა მზის პანელებიანი სახურავების სავალდებულო წესით დაყენების შესაძლებლობას განიხილავს

tagesschau-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფედერალური ხელისუფლება ახალმშენებლობათათვის დაწესებული სტანდარტების მნიშვნელოვან გამკაცრებაზე მსჯელობს. ფინანსთა სამინისტროს გეგმის თანახმად, ყველა ახალ სახლზე მზის პანელებიანი სახურავის დამონტაჟება სავალდებულო უნდა გახდეს. ფინანსთა სამინისტროს „კლიმატის დაცვის გადაუდებელი პროგრამა” მზის პანელებიანი სახურავების მონტაჟის აუცილებლობას ითვალისწინებს აგრეთვე სახურავის კაპიტალური რემონტის შემთხვევაში. გარდა ამისა, მკაცრდება მოთხოვნები სახლების თერმოიზოლაციაზე და ფედერალურ მთავრობას 2023 წლიდან აღარ ექნება წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ...

Read More »

“”ენკას” მოვთხოვთ, გაითვალისწინოს კვლევებზე დასკვნა ან კონტრარგუმენტები მოამზადოს”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნამახვანჰესის შესახებ ისაუბრა. თურნავა აღნიშნავს, რომ კომპანია ენკას ხელმძღვანელებთან ხშირი კონტაქტი აქვთ და ინვესტორი მზად არის, ხელი შეუწყოს კომპრომისული გადაწყვეტილების გამონახვას. “ჩვენ პერმანენტული კონტაქტი გვაქვს ასეთ მსხვილ ინვესტორებთან. ენკას ხელმძღვანელებს ხშირად ვეკონტაქტებით, პირადად მე მაქვს ხშირი კონტაქტი. რა თქმა უნდა, საუბრისას ერთ-ერთი მთავარი თემა არის მედიაციის პროცესი ევროკავშირის თაოსნობით, რომელიც უკვე ...

Read More »

ირინა მილორავა: ენერგეტიკული ბირჟა მოკლევადიანი ინსტრუმენტია და მისი ყოველთვიური ვაჭრობის მოდელში გაშვება შეუთავსებელია

ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირინა მილორავამ განაცხადა ირინა მილორავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ მოსმენაზე დასმული შკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძო სექტორის წარმომადგენელმა დავით დგებუაძემ დასვა საკითხი, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამოქმედების გადავადების მიუხედავად, რადგან ბირჟის პლატფორმა მზად არის, მოხდეს მისი ადრე გაშვება, სადაც მომხმარებლებს განაცხადების დადება შეეძლებათ. ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკის სექტორში რეფორმების განხორციელებისთვის მიღებული გვაქვს ყველა ძირითადი კანონი და ვასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დირექტივებს

„საქართველოს ხელისუფლების აქტიური მუშაობის შედეგად, მიღებულია ყველა შესაბამისი კანონი და შექმნილია საბაზისო საკანონმდებლო საფუძველი ენერგეტიკის სექტორში რეფორმების განხორციელებისთვის, რომლის მიზანია კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება, ენერგოეფექტურობის მოთხოვნათა დანერგვა, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების წახალისება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა საქართველოს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების ...

Read More »

ირინა მილორავა: ენერგეტიკული ბირჟის გაშვებამდე, ექვსი თვე გვჭირდება შიშების გამოსარიცხად, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს

როგორც ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, თვისობრივად არათავსებადია ყოველთვიური ვაჭრობა და ენერგეტიკული ბირჟა. “ენერგეტიკული ბირჟა არის საათობრივი ვაჭრობის ინსტრუმენტი. იქ ივაჭრება მოკლევადიანი, საათის პროდუქტები. ამიტომ ბირჟა რომ გაეშვას იმ მოდელში, სადაც ყოველთვიური ვაჭრობაა, ერთმანეთთან ვერ თავსდება” -განაცხადა ირინა მილორავამ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის შეკითხვაზე: ე.ი. თქვენ ხართ პასუხისმგებელი რომ 1 იანვარს უნდა გაეშვას ენერგეტიკული ბირჟა? ...

Read More »

დავით სონღულაშვილი ირინა მილორავას – თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება

„ქალბატონო ირინა, თქვენ ხართ პასუხისმგებელი, რომ 1 იანვარს ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება“, – ასე მიმართა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა „ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალურ დირექტორს, ირინა მილორავას საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც სექტორში ბაზრის რეფორმის  თაობაზე  მოხსენება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა წარმოადგინა. ირინა მილორავას განცხადებით, მიუხედავად მოსმენაზე გამოთქმული პესიმისტური შეფასებებისა, თავად ძალიან ოპტიმისტურად აფასებს  პროცესს ჰგონია, რომ საქმე ძალიან  წინ არის წასული. ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: ვფიქრობთ, რომ 6 თვეში ბირჟა სრულფასოვნად ამოქმედდება

„იმიტომ, რომ ვფიქრობთ, რომ 6 თვეში უნდა იყოს, მაგრამ ან იქნება, ან არა“, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა კითხვას, თუ რატომ სახელდება ბირჟის ამოქმედების გადადების ვადად მაინცა და მაინც 6 თვე და არა, მაგალითად, 1 წელი. თვალაბეიშვილის  განცხადებით, გარანტიას ვერავის მისცემს, რომ ბირჟა აუცილებლად 1 იანვარს, ან მანამდე, სრულად ამოქმედდება. „თუ ტესტირების პროცესში დავინახეთ ისეთი ხარვეზები და ...

Read More »

გერმანია ურანის მოპოვებას წყვეტს

გერმანია ურანის მოპოვებას ოფიციალურად წყვეტს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.  გამოცემის ცნობით, რადიოაქტიური ელემენტის ბოლო პარტია Wismut GmbH-ის საწარმოს ტერიტორიას ტოვებს. უკანასკნელი მიწოდება  19,5 ტონა წყლისა და ურანის ოქსიდის ნარევს მოიცავს. გერმანული საწარმოსაგან ურანს ამერიკული კომპანია Nuclear Fuels 1997 წლიდან ყიდულობდა. საწარმომ ურანის მოპოვება 1990 წელს შეწყვიტა, თუმცა ნარჩენი მარაგების რეზერვების განვითარება კვლავ გრძელდებოდა. 1990 წლამდე გერმანია მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ურანის მწარმოებელი იყო. 

Read More »