ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა ირინა მილორავამ განაცხადა ირინა მილორავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ მოსმენაზე დასმული შკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძო სექტორის წარმომადგენელმა დავით დგებუაძემ დასვა საკითხი, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ამოქმედების გადავადების მიუხედავად, რადგან ბირჟის პლატფორმა მზად არის, მოხდეს მისი ადრე გაშვება, სადაც მომხმარებლებს განაცხადების დადება შეეძლებათ.
“ბაზრის ეკონომიკის კუთხით ნამდვილად ამბიციურ გეგმას ხართ შეჭიდებული, ტიტანურ შრომას ეწევიან სახელმწიფო კომპანიები მოკლე ვადაში და გარკვეულ წილად მესმის ენერგეტიკული ბირჟის გადადების მოტივაციაც, რომ ის სცენარი, რაც დაიწყო დავუშვათ უკრაინაში და ქაოსის კერა გამოიწვია საწყის ეტაპზე. ამის მიუხედავად, რადგან ბირჟის პლატფორმა მზად არის, თვითონ პლატფორმის გამოყენება კარგი იქნება, შესაძლებელი რომ იყოს? რადგან პირდაპირ ხელშეკურლებაში ცვლილებების შეტანა შეიძლება, იმ შემთხვევაში, რომ კონტრაქტები არ გვაქვს გვექნებოდა საშუალება, რომ საბალანსო ელექტროენერგია არ შევისყიდოთ და შევისყიდოთ ბირჟაზე ნებაყოფლობით რეჟიმში. ეს არ ნიშნავს, რომ ბაზარი ადრე გაეშვას, უბრალოდ იყოს პლატფორმა-ადგილი, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ განცხადების დადება” -განაცხადა დავით დგებუაძემ.