ირინა მილორავა: ენერგეტიკული ბირჟის გაშვებამდე, ექვსი თვე გვჭირდება შიშების გამოსარიცხად, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს

როგორც ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, თვისობრივად არათავსებადია ყოველთვიური ვაჭრობა და ენერგეტიკული ბირჟა.

“ენერგეტიკული ბირჟა არის საათობრივი ვაჭრობის ინსტრუმენტი. იქ ივაჭრება მოკლევადიანი, საათის პროდუქტები. ამიტომ ბირჟა რომ გაეშვას იმ მოდელში, სადაც ყოველთვიური ვაჭრობაა, ერთმანეთთან ვერ თავსდება” -განაცხადა ირინა მილორავამ.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის შეკითხვაზე: ე.ი. თქვენ ხართ პასუხისმგებელი რომ 1 იანვარს უნდა გაეშვას ენერგეტიკული ბირჟა? ირინა მილორავამ განმარტა, რომ თავად ძალიან ოპტიმისტურად აფასებს პროცესს, რომელიც აღნიშნული მიმართულებით წარიმართა.

“მე ძალიან ოპტიმისტურად ვაფასებ ამ პროცესს და მგონია, რომ ძალიან წინ ვართ იმ იმ 10 ბალიან შკალაზე, სადღაც ალბათ, 9 ბალით ვართ, იმიტომ, რომ ამ მოკლე პერიოდში თუ დროებს შევხედავთ, რაც გვქონდა ჩვენ მოცემული, მგონია, რომ შეუძლებელი გავაკეთეთ. მითუმეტეს, რომ ცალცაკლე აღებული ეს ორგანიზაციები, ვგულისხმობ ბირჟას, საბალანსო ბაზრის ოპერატორს, სახელმწიფო ელექტრო სისტემას და სისტემის კომერციულ ოპერატორს, ეს სამივე ორგანიზაცია არის მზად. ახლა ჩვენ დანარჩენი ექვსი თვე გვჭირდება ზუსტად იმ შიშების გამოსარიცხად, რომ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს. იმპორტი როგორ მიიღებს მონაწილეობას ფასის ფორმირებაში და ა.შ. ანუ მომდევნო 6 თვე, რაც ცალცალკე გავაკეთეთ სამმა ორგანიზაციამ, ახლა უკვე ერთად იმუშავებს. გაერთიანებულ ტესტირებას დაეთმობა ეს 6 თვიანი პერიოდი”-განაცხადა ირინა მილორავამ.

Leave a Reply