გერმანია ურანის მოპოვებას ოფიციალურად წყვეტს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.
გამოცემის ცნობით, რადიოაქტიური ელემენტის ბოლო პარტია Wismut GmbH-ის საწარმოს ტერიტორიას ტოვებს. უკანასკნელი მიწოდება 19,5 ტონა წყლისა და ურანის ოქსიდის ნარევს მოიცავს. გერმანული საწარმოსაგან ურანს ამერიკული კომპანია Nuclear Fuels 1997 წლიდან ყიდულობდა.
საწარმომ ურანის მოპოვება 1990 წელს შეწყვიტა, თუმცა ნარჩენი მარაგების რეზერვების განვითარება კვლავ გრძელდებოდა.
1990 წლამდე გერმანია მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ურანის მწარმოებელი იყო.