Tag Archives: #ტარიფები

ნავთობი ძვირდება – Brent-ის ტიპის საწვავზე ფასმა 56 დოლარს გადააჭარბა

ნავთობის ფასმა ოთხშაბათს დილიდან გაძვირება განაგრძო. მარტის ფიუჩერსებზე უმაღლესი ხარისიხის Brent-ის მარკის ნავთობზე ფასმა ICE Futures-ის ბირჟაზე 56,21 დოლარს მიაღწია, რაც 0,31 დოლარით (0,55%) მეტია წინა სესიის დახურვის დროს დაფიქსირებულ ფასზე. 19 იანვრის ვაჭრობის შედეგად ბარელზე ფასი 55,9 დოლარი იყო. რაც შეეხება ამერიკულ მსუბუქ ნავთობს, WTI-ის მარტის ფიუჩერსებზე ფასმა NYMEX-ის ბირჯაზე 53,32 დოლარი შეადგინა, რაც 0,34 დოლარით მეტია წინა დღის ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: „საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ფასების სუბსიდირება ნელ-ნელა უნდა აღმოიფხვრას“

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წელს გაზის მოხმარება 186 მილიონი კუბურ მეტრით გაიზრდება და 2.7 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს. ქვეყანა ბუნებრივი აირის 92 %-ზე მეტს აზერბაიჯანიდან იღებს. გასული წლის დეკემბერში მიღწეული შეთანხმების შედეგად „სოკარმა“ საქართველოსთვის ეგრეთწოდებული სოციალური გაზის ტარიფის შემცირების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნული ფასდაკლება 200 მილიონ კუბურ მეტრ მოცულობის ბუნებრივ აირს შეეხება. წელს არის ...

Read More »

ელექტროენერგიის გაძვირებამ 1,6 მილიონი ლარის დამატებით გადასახადი გააჩინა

კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი ამბობს, რომ მალე ცნობილი გახდება, თუ რამდენი პროცენტით მოხდება მომხმარებლისთვის პროდუქციის გაძვირება. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა თუ რა რაოდენობით და რომელ პროდუქციაზე გაიზრდება ფასი. მისი თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გარდაუვალი იყო წლების განმავლობაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, თუმცა ეს უნდა მომხდარიყო პერიოდულად და არა ისე მკვეთრად, როგორც ახლა მოხდა. “90%-ით გაგვიძვირდა ელექტროენერგია. ...

Read More »

რუსეთში ნავთობის ექსპორტის გადასახადი 1 თებერვლიდან გაიზრდება

”ურალის” ნავთობის საშუალო ფასი 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2021 წლის 14 იანვრამდე იყო 51,69525 აშშ დოლარი ბარელზე, ანუ 377,4 აშშ დოლარი ტონაზე. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, 2021 წლის 1 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციაში ნავთობზე საექსპორტო გადასახადი გაიზრდება 5,1 აშშ დოლარით და შეადგენს 43,8 აშშ დოლარს ტონაზე ”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. გარდა ამისა, ნავთობპროდუქტებსა და ზეთებზე გადასახადი 13.1 აშშ დოლარამდე გაიზრდება. ...

Read More »

რატომ გაიზარდა კომერციული დენის ტარიფი სამომხმარებლოზე 3-ჯერ მეტად?

2021 წლიდან საქართველოს ბიზნესსაც და მოსახლეობასაც ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდათ, თუმცა, ბიზნესისთვის ტარიფის მატება ერთ კილოვატზე საშუალოდ 11-13 თეთრია, როდესაც მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება 3.5 თეთრით გაძვირდა. შესაბამისად, ბიზნესისთვის ტარიფის ზრდა 3.5-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მოსახლეობისთვის. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებისთვის და ბიზნესებისთვის ტარიფების განსხვავებული ზომით ზრდა “ენგურჰესის” ელექტროენერგიას უკავშირდება. კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, “ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, რომელიც უფრო ...

Read More »

მურმან მარგველაშვილი: “გაზის იმპორტის მთავარი პირობა უნდა იყოს გამჭვირვალობა“.

საქართველო რუსული გაზის შესყიდვას განაგრძობს. კერძოდ, წელს “გაზპრომისგან” ქვეყანა 200 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს შეისყიდის, რაც მთლიანი მოხმარების 7%-ია. ამავე რაოდენობის ბუნებრივი აირი მიიღო ქვეყანამ გასულ წელსაც. ეკონომიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბუნებრივი აირის ბალანსის დოკუმენტიდან ირკვევა, რომ წელს გაზის მოხმარება 186 მილიონი კუბურ მეტრით გაიზრდება და 2.7 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს. ქვეყანა ბუნებრივი აირის 92 %-ზე მეტს აზერბაიჯანიდან იღებს. ...

Read More »

ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფების გამო ბიზნესი პროდუქციის გაძვირებას ელის

ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფები საკვების პროდუქტების მწარმოებლებს ნაწილობრივ დაუსუბსიდირდებათ. თუმცა გაუფასურებული ლარის და რუსეთის მხრიდან დაგეგმილი მორიგი შეზღუდვების გამო კომპანიები პროდუქციის გაძვირებას გარდაუვლად მიიჩნევენ. მაგალითად, კვერცხისა და ფრინველის ხორცის მწარმოებლები ამბობენ, რომ მათ პროდუქციის გაძვირება საშუალოდ 10-12 თეთრით მოუწევთ. ადგილობრივ ბაზარზე არსებულ გამოწვევებს ასევე ემატება რუსეთის მხრიდან 15 თებერვლიდან დაგეგმილი დამატებითი შეზღუდვები. კერძოდ, მარცვლეულის ექსპორტზე კვოტების დაწესება, რაც იმპორტირებულ პროდუქციასაც გააძვირებს. ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

დენის ფასი ივლისიდან კიდევ გაიზრდება? – რამდენს დაფარავს სახელმწიფო

მიმდინარე წლის ივლისიდან „ენერგო-პრო ჯორჯია“ და „თელასი“ მოსახლეობას დენს უშუალოდ აღარ მიაწვდიან. დენის [უნივერსალური] მიმწოდებლები იქნებიან ახალი კომპანიები, რომლებისთვისაც ტარიფებს სემეკი ხელახლა დაადგენს. დიდი ალბათობით, უნივერსალური მიმწოდებლები ისევ ამ კომპანიების შვილობილი კომპანიები იქნებიან. სემეკში ამბობენ, რომ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ გააძვირებს, „თუმცა, გააჩნია რა მდგომარეობა იქნება“. როგორ მოხდება დენის საფასურის სუბსიდირება 2021 წელს მოსახლეობისთვის მოსახლეობას, ანუ საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, რომელიც 2021 წლის ...

Read More »
2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსი

რას გულისხმობს ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა გარკვეული კატეგორიების კვების პროდუქტების მწარმოებლებისთვის

გარკვეული კატეგორიების  კვების პროდუქტების მწარმოებელი მეწარმე სუბიექტებისთვის სახელმწიფო  2021 წლის განმავლობაში მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირებას უზრუნველყოფს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების შესახებ დადგენილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრძანებით უკვე შევიდა ძალაში. სუბსიდირება ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც საქმიანობას ...

Read More »

ნიკა გამყრელიძე: კომუნალური გადასახადების ზრდა ჯანდაცვის სისტემას მწვავედ დააწვება

“კომუნალური გადასახადების ზრდა ჯანდაცვის სისტემას მწვავედ დააწვება. ჩვენთვის ამ ეტაპზე, ასევე, რთულია პირადი უსაფრთხოების საშუალებების, დაახლოებით, 3-4 ჯერ გაზრდილი მოხმარება და მათი დეფიციტის გამო გაზრდილი ფასები”,  – ამის შესახებ “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა გამყრელიძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად გარკვეული ტიპის შეთანხმება უნდა მოხდეს. “მზად ვართ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ყველაფერი სამართლიანად ...

Read More »