Tag Archives: #გაზი

ბორის ჯონსონი ნავთობისა და გაზის მიწოდების გზებზე სასაუბროდ არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რათა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ნავთობისა და გაზის მიწოდების გზები განიხილოს. Sky News-ის ინფორმაციით, ჯონსონი მოლაპარაკებებს საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებთან გამართავს და მისი მიზანია ევროპის რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულება შეამციროს. ამასთან, ბორის ჯონსონი რეგიონის ქვეყნებთან რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ზეწოლისა და სპარსეთის ყურის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებსაც განიხილავს. წყარო: ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

პოლონეთი 2023 წლიდან რუსული გაზის შესყიდვას მთლიანად წყვეტს

პოლონეთი წლის ბოლოდან რუსეთისგან გაზის შესყიდვას წყვეტს. ამის შესახებ RMF FM-ის ეთერში პოლონეთის მთავრობის კომისარმა, პეტრე ნაიმსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად, რუსული გაზი პოლონეთის იმპორტის დიდ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა, მისი ჩანაცვლება სახელმწიფო კომპანია PGNiG-ს შეუძლია. ნაიმსკის განმარტებით, კომპანიას კონტრაქტების პორტფელი აქვს, რომლებიც რუსულ მიწოდებას ჩაანაცვლებს. პეტრე ნაიმსკი ამბობს, რომ „ოქტომბერში გაზსადენი Baltic Pipe ექსპლუატაციაში შედის და ჩვენ უკვე გვაქვს გაფართოებული ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

უმსხვილესმა გერმანულმა კომპანია E.ON-მა რუსული გაზის შესყიდვა შეწყვიტა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, უმსხვილესმა გერმანულმა კომპანიამ E.ON (EONGn.DE) რუსული გაზის შეყიდვაზე უარი თქვა. როგორც Reuters-ი კომპანიაზე დაყრდნობით წერს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არ აქვს გაზის მომწოდებლებთან გრძელვადიანი კონტრაქტები და მის პორტფელში მცირე რაოდენობის შესყიდვები გაფორმებულია “გაზპრომის” სავაჭრო კომპანიებთან, E.ON-ი ახალი მოცულობის შესყიდვაზე უარს ამბობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ლეონარდ ბირბრაუმი აღნიშნავს, რომ რუსეთთან გაზის მიწოდებაზე უარის თქმა E.ON-ს დაარტყამს. “რუსეთის ბაზარი არ არის ...

Read More »

დავით ნარმანია – ბუნებრივი აირის თვალსაზრისით, რუსეთზე მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ არის, ფინანსური ან ენერგოდამოკიდებულების თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს

2021 წელს რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი ჩვენს მოხმარებაში 15% იყო, ხოლო ელექტროენერგია 7%, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, ბუნებრივი აირის ნაწილში დამოკიდებულების თვალსაზრისით, რუსეთზე მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ არის, ფინანსური ან ენერგოდამოკიდებულების თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს. ამასთან, ნარმანიას განცხადებით, გარდა რუსეთისა, ელექტროენერგია საქართველოს შემოაქვს ასევე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. „2019 ...

Read More »

უკრაინის გავლით ევროპას ყოველდღიურად 109 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი რუსული გაზი მიეწოდება

უკრაინის სატრანზიტო დერეფნის დატვირთვა კვლავაც მაღალ დონეზე რჩება. ქვეყნის გავლით რუსეთიდან ევროპას ყოველდღიურად 109 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი მიეწოდება (40 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში). აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც “გაზპრომის”, ისე უკრინის გაზის ტრანსპორტირების ოპერატორის წარმომადგენლები. ამ უკანასკნელის მიერ გაცხადებული მონაცემებით დასტურდება, რომ დღიური ნომინაციები დაახლოებით 109,4 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს.

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში გაზის ფასი $1200-ს ჩამოსცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი განაგრძობს შემცირებას. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე 5%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 194,3 დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ გასაული კვირის ორშაბათს ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი რეკორდული  3 900 აშშ დოლარამდე გაზრდის შემდეგ, პარასკევს მკვეთრად შემცირდა და 1400 აშშ დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. მიმდინარე კვირას ფიუჩერსების ფასი კვლავ განაგრძობს კლებას.

Read More »

კასპიის ზღვაში გაზის დიდი საბადო აღმოაჩინეს

„ლუკოილმა“ კასპიის ზღვაში 48 მილიარდი კუბური მეტრის მარაგის დიდი „ხაზრის“ გაზის საბადო აღმოაჩინა, იუწყება TASS როსნედრაზე დაყრდნობით. „ხაზრის საბადო (აღმოჩენა 2022 წელს) წიაღის მომხმარებელი: შპს LUKOIL-Nizhnevolzhskneft. საბადო მიეკუთვნება მსხვილ საბადოებს, ზოგადად, თავისუფალი გაზის საწყისმა მარაგმა შეადგინა 48 მილიარდი კუბური მეტრი, კონდენსატი – 8,2 მილიონი ტონა. “- ნათქვამია ინფორმაციაში. აღნიშნულია, რომ საბადო მდებარეობს კასპიის ზღვის შუა ნაწილის რუსულ სექტორში, მახაჩკალიდან 70 ...

Read More »
გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

ჩერნიგოვოში დაბომბვის შედეგად გაზის მიწისქვეშა საცავი დაზიანდა

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის ოლქში მდებარე „ოლიშევსკის“ გაზის მიწისქვეშა საცავი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ნავტოგაზ უკრაინა” ავრცელებს. “ჭურვი გაზის მიწისქვეშა საცავის ტერიტორიაზე არსებულ შენობას მოხვდა. დაზიანებულია სატუმბი სადგური, რომელიც გაზის შემგროვებელ პუნქტს მეთანოლს აწვდის. თანამშრომლებს შორის მსხვერპლი არ არის. ობიექტზე გაგრძელდება დაგეგმილი პერიოდული მონიტორინგი და კონტროლი“, – ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინაში გაზის სულ 12 მიწისქვეშა საცავია, რომელთა საერთო მოცულობა 30 მილიარდ კუბურ ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი განაგრძობს შემცირებას. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ფასმა ბოლო 24 სთ-ის მანძილზე 15,99%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 200 დოლარი შეადგინა

Read More »
ბულგარეთმა ირანული გაზის იმპორტი, შესაძლოა სომხეთისა და საქართველოს გავლით განახორციელოს

ესპანეთს ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლების პოტენციალი აქვს

ესპანეთი შესაძლოა ევროპისთვის გაზის ახალ მიმწოდებლად იქცეს. ამჟამად ქვეყანა ფლობს ევროპის თხევადი ბუნებრივი აირის საცავების 45%-ს და ევროპის რეგაზიფიკაციის საცავის მესამედს – რეგაზიფიკაცია არის პროცესი, რომლის დროსაც თხევადი გაზი აირად იქცევა. “ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი და მოქნილი სისტემა. გაზის მიღება და გადამუშავება შეგვიძლია სხვადასხვა წყაროდან. შარშან, მაგალითად, გაზი 14 სხვადასხვა ქვეყნიდან მივიღეთ. ჩვენ ასევე ორი მილსადენით საფრანგეთთან ვართ დაკავშირებული. უდავოა, რომ ...

Read More »