ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი განაგრძობს შემცირებას.
დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე 5%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 194,3 დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ გასაული კვირის ორშაბათს ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი რეკორდული 3 900 აშშ დოლარამდე გაზრდის შემდეგ, პარასკევს მკვეთრად შემცირდა და 1400 აშშ დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. მიმდინარე კვირას ფიუჩერსების ფასი კვლავ განაგრძობს კლებას.