კასპიის ზღვაში გაზის დიდი საბადო აღმოაჩინეს

„ლუკოილმა“ კასპიის ზღვაში 48 მილიარდი კუბური მეტრის მარაგის დიდი „ხაზრის“ გაზის საბადო აღმოაჩინა, იუწყება TASS როსნედრაზე დაყრდნობით.

„ხაზრის საბადო (აღმოჩენა 2022 წელს) წიაღის მომხმარებელი: შპს LUKOIL-Nizhnevolzhskneft. საბადო მიეკუთვნება მსხვილ საბადოებს, ზოგადად, თავისუფალი გაზის საწყისმა მარაგმა შეადგინა 48 მილიარდი კუბური მეტრი, კონდენსატი – 8,2 მილიონი ტონა. “- ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულია, რომ საბადო მდებარეობს კასპიის ზღვის შუა ნაწილის რუსულ სექტორში, მახაჩკალიდან 70 კილომეტრში.

წყარო: bfm.ge

Leave a Reply