"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

უმსხვილესმა გერმანულმა კომპანია E.ON-მა რუსული გაზის შესყიდვა შეწყვიტა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, უმსხვილესმა გერმანულმა კომპანიამ E.ON (EONGn.DE) რუსული გაზის შეყიდვაზე უარი თქვა.

როგორც Reuters-ი კომპანიაზე დაყრდნობით წერს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არ აქვს გაზის მომწოდებლებთან გრძელვადიანი კონტრაქტები და მის პორტფელში მცირე რაოდენობის შესყიდვები გაფორმებულია “გაზპრომის” სავაჭრო კომპანიებთან, E.ON-ი ახალი მოცულობის შესყიდვაზე უარს ამბობს.

კომპანიის გენერალური დირექტორი ლეონარდ ბირბრაუმი აღნიშნავს, რომ რუსეთთან გაზის მიწოდებაზე უარის თქმა E.ON-ს დაარტყამს.

“რუსეთის ბაზარი არ არის ჩვენს სამიზნე რეგიონებს შორის, თუმცა ერთი რამ ნათელია: თუ იქნება ენერგიის იმპორტის მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ფიზიკური დეფიციტი, ამას ჩვენზეც ექნება გავლენა”, – თქვა მან ჯგუფის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

Leave a Reply