Tag Archives: #რუსეთი

Nord Stream 2 ევროპული ზამთრისთვის მზად, სავარაუდოდ, არ იქნება

Nord Stream 2-ის მილსადენს აქვს პოტენციალი, განმუხტოს ევროპის ენერგეტიკული კრიზისი, მაგრამ დაბრკოლებები რჩება. გაზსადენის სრულ ამოქმედებას შეიძლება თვეები დასჭირდეს. ბალტიის ზღვის ქვეშ გერმანიასთან 750 კილომეტრიანი დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა დასრულდა და დაიწყო შემოწმების პროცესი. მიმდინარე კვირაში ექსპორტიორმა Gazprom-მა მიიღო დანიის თანხმობა ერთ-ერთი ხაზის ასამოქმედებლად, მაგრამ მას გერმანიიდან დასჭირდება გადამწყვეტი ნებართვა. გერმანიის ნებართვა გერმანიის მარეგულირებელი ორგანო, Bundesnetzagentur, უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ...

Read More »

დმიტრო კულება – გაზის სატრანზიტო სქემიდან უკრაინის გარიყვა რუსეთის მოთხოვნაა და უნგრეთმა ეს მოთხოვნა მიიღო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უნგრეთის მიერ რუსულ კომპანია „გაზპრომთან“ ხელმოწერილი კონტრაქტის მიზანი რუსეთის მოთხოვნით გაზის სატრანზიტო სქემიდან უკრაინის გარიყვაა. „ამ სიტუაციაში ემოციებით ხელმძღვანელობას ვეწინააღმდეგები. ჩვენ არ უარვყოფთ უნგრეთის უფლებას, ხელშეკრულება დადოს „გაზპრომთან“, მაგრამ ვხედავთ აშკარად, რომ უნგრეთს შეუძლია, დადოს ეკონომიკურად თანაბრად მომგებიანი კონტრაქტი, რომელიც უკრაინის გავლით ტრანზიტს მოიცავს“, – აღნიშნა კულებამ. უკრაინელი დიპლომატის თქმით, უნგრეთსა და რუსეთს შორის ...

Read More »

რუსეთში ატომური სადგურის ენერგობლოკი ავარიულად გაჩერდა

რუსეთში კალინინის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკი ავტომატურად გაჩერდა. ამის შესახებ sotnik-tv.com იუწყება. სადგური დაცვის ავტომატურმა სისტემამ გათიშა. ელექტროსადგური ტვერის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. „სადგურის გათიშვის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. უსაფრთხოების ნორმები არ დარღვეულა“ – ნათქვამია სადგურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დანარჩენი სამი ენერგობლოკი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. რადიაქტიური ფონი სადგურზე და მიმდებარე ტერიტორიაზე „ფონურ მაჩვენებლებს შეესაბამება“. კალინინის ატომური ელექტროსადგური ქალაქ უდომლიას ...

Read More »

Financial times: ევროპამ რუსულ გაზზე უარი უნდა თქვას

ჯერ ღრმა შემოდგომაც არ დამდგარა, მაგრამ შიში, რომ ევროპელებს გაზმომარაგების პრობლემა შეექმნებათ, უკვე იკითხება. მსოფლიო ფასები გაზზე დღეს ყველაზე მაღალია 2008 წლიდან და ყველაზე მეტად სწორედ ევროპა ზარალდება. ცისფერი საწვავის იმპორტი წინა წელთან შედარებით 440%-ით გაძვირდა და ეს მაშინ, როდესაც ბუნებრივი აირი ევროპისთვის ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითადი წყაროა – შესაბამისად, გაზის კრიზისი შესაძლოა გლობალურ ენერგოკრიზისში გადაიზარდოს. ეს ყველაფერი დიდი ხნის მანძილზე ...

Read More »

რუსეთი ნავთობის წარმოების პოსტსაბჭოთა მაქსიმუმამდე გაზრდას აპირებს

OPEC+-ის წარმოების შეზღუდვის შემსუბუქების ფონზე, რუსეთი მომავალი წლისთვის ნავთობის მოპოვების პოსტსაბჭოთა მაქსიმუმამდე დაბრუნებას ელის. ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, რუსული კომპანიები ნედლი ნავთობისა და კონდენსატის კომბინირებულ წარმოებას 8%-ით ზრდიან. დოკუმენტის მიხედვით, წარმოება 2022 წელს 559,9 მილიონ ტონამდე გაიზრდება და ამ დონეზე დარჩება 2023-დან 2024 წლამდე. Bloomberg-ის გაანგარიშებით, მომავალი წლისთვის რუსეთის დაგეგმილი წარმოება საშუალოდ 11,24 მილიონ ბარელს შეადგენს. 2019 წელს ...

Read More »

საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი რუსეთი გახდა

ხანგძლივი პაუზის შემდეგ 2021 წელს რუსეთი საქართველოსთვის ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი გახდა. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში იმპორტის სახით 1049.4 მლნ კვ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 171%-ით აღემატება. არადა, თუ უკანასკნელი წლების სტატისტიკას ჩავხედავთ დავინახავთ, რომ რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ და მხოლოდ 13%-დან 35%-ის ფარგლებში მერყეობდა. მაგალითად, 2017 წელს საქართველომ რუსეთისგან ...

Read More »

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. კანონპროექტის კანონად ქცევისთვის საჭიროა, რომ მას სენატმაც დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. სანქციები ეხება ყველა პირსა და კომპანიას, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასა და ფუნქციონირებასთანაა კავშირში. 21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

„გაზპრომი“ სანდო პარტნიორის რეპუტაციას კარგავს

ევროპაში ბუნებრივ გაზზე უკიდურესად მაღალმა ფასებმა საყურადღებო გახადა ის ფაქტი, რომ რუსეთმა მოულოდნელად შეამცირა ცისფერი საწვავის მიწოდება. დღეს სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა – შეეძლო თუ არა მოსკოვს გაზის მიწოდების გაზრდა იმ დონემდე, რომ ევროპაში საფასო კოლაფსი არ დამდგარიყო? არის თეორია, რომლის თანახმადაც მოსკოვის მიზანი იყო ევროპაში გაზის იმ დონეზე გაძვირება, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ირგვლივ არანაირი კითხვა არ გარჩენილიყო. მოსკოვი ...

Read More »

წლის დასაწყისიდან პირველად, “გაზპრომმა” არ დაჯავშნა დამატებითი სატრანზიტო სიმძლავრე უკრაინის გავლით

“გაზპრომმა” უარი განაცხადა უკრაინის გავლით დამატებითი სატრანზიტო სიმძლავრის დაჯავშნაზე ოქტომბრისთვის. კომპანიამ შეიძინა იამალ-ევროპის გაზსადენის არსებული სატრანზიტო შესაძლებლობების მხოლოდ მესამედი. მიმდინარე წლის წინა თვეებში “გაზპრომი” რეგულარულად ჯავშნიდა უკრაინაში დამატებით სატრანზიტო მოცულობებს (დღეში 15 მილიონ კუბურ მეტრამდე). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლისთვის კომპანიას უკვე აქვს უკრაინული სატრანზიტო სიმძლავრეებზე გრძელვადიანი რეზერვაცია 40 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით, რაც 109 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს ...

Read More »

ალექსეი მილერი: ბუნებრივი აირის მარაგები რუსეთს 100 წელზე მეტ ხანს ეყოფა

“გაზის მარაგები რუსეთში მსოფლიოში ყველაზე დიდია, ისინი 100 წელზე მეტი ხნისათვისაა საკმარისი”, – ამის შესახებ “გაზპრომის” გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა საერთაშორისო ბიზნეს კონგრესის 24-ე ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე, რომელიც შედგა 14-17 სექტემბერს, შერეულ ფორმატში. ”გაზის რეზერვები რუსეთში, გაზპრომის გაზის რეზერვები, ყველაზე დიდია მსოფლიოში. ჩვენ არ შევხვდებით პრობლემებს ჩვენს რეზერვებთან დაკავშირებით მომდევნო ასი წლის განმავლობაში,” – თქვა მან. ამავდროულად, მილერმა დაამატა, რომ ზოგიერთი ...

Read More »