აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

კანონპროექტის კანონად ქცევისთვის საჭიროა, რომ მას სენატმაც დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც დოკუმენტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. სანქციები ეხება ყველა პირსა და კომპანიას, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასა და ფუნქციონირებასთანაა კავშირში.

21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გერმანიამ ვალდებულია, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. ეს მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა 10 სექტემბერს დასრულდა. Nord Stream AG-აღნიშნავენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის პროექტი მიმდინარე წლის ბოლომდე ამოქმედდება.

 

Leave a Reply