“გაზპრომმა” უარი განაცხადა უკრაინის გავლით დამატებითი სატრანზიტო სიმძლავრის დაჯავშნაზე ოქტომბრისთვის. კომპანიამ შეიძინა იამალ-ევროპის გაზსადენის არსებული სატრანზიტო შესაძლებლობების მხოლოდ მესამედი.
მიმდინარე წლის წინა თვეებში “გაზპრომი” რეგულარულად ჯავშნიდა უკრაინაში დამატებით სატრანზიტო მოცულობებს (დღეში 15 მილიონ კუბურ მეტრამდე). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლისთვის კომპანიას უკვე აქვს უკრაინული სატრანზიტო სიმძლავრეებზე გრძელვადიანი რეზერვაცია 40 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობით, რაც 109 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს დღეში.
ნინო სამადაშვილი