Tag Archives: #რუსეთი

საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი უკრაინაში ჩავიდა

საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი, რაფაელ მარიანო გროსი უკრაინაში ჩავიდა, რათა ქვეყნის ბურთული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას სასწრაფო ტექნიკური დახმარება გაუწიოს. სააგენტოს განმარტებით, ვიზიტის მთავარი მიზანია ატომურ ობიექტებზე ავარიის რისკის აღკვეთაში დახმარება.

Read More »

უკრაინა პარტნიორებთან ერთად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან რუსეთის გარიცხვაზე მუშაობს

უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, რუსეთი უნდა გაირიცხოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან (IAEA), – განაცხადა 27 მარტს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველმა ოლენა ზერკალმა. “ახლა ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ რუსეთი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან გავრიცხოთ, ან მინიმუმ შევამციროთ მისი როლი და ყველა რუსი ჩამოვაშოროთ იმ საკვანძო პოზიციებს, რომლებსაც ისინი იკავებენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სამდივნოში”, – თქვა ზერკალმა. უკრაინაში მიაჩნიათ, რომ “ამის ...

Read More »

შოლცის თქმით, რუსეთი პანიკაშია მის ენერგორესურსებზე ევროკავშირის უარის გამო

რუსეთის ხელმძღვანელობა პანიკაშია იმის გამო, რომ ევროკავშირი და სხვა დასავლური ქვეყნები უარს ამბობენ რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტზე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირის ლიდერებს 25 მარტს დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, წერს Politico. გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა უარყო ევროკავშირის მიერ რუსეთიდან ენერგიის იმპორტის სრულად აკრძალვა  და განაცხადა, რომ ეს უფრო მეტად დააზარალებს ევროპას, ვიდრე რუსეთს. მან ...

Read More »

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უარს აცხადებენ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უარს აცხადებენ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ. აღნიშნულის შესახებ, გერმანიის ეკონომიკის და კლიმატის დაცვის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. „დიდი შვიდეულის ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ ეს არის არსებული კონტრაქტების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა“, – განაცხადა ჰაბეკმა. მისი თქმით, მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ხელშეკრულებები ძალაშია და კომპანიებმა პატივი უნდა სცენ მათ. „რუბლით გადახდა მიუღებელია და ...

Read More »

დიმიტრი პესკოვი – ევროპა გაზის საფასურს რუბლებში თუ არ გადაიხდის, ბუნებრივ აირს უფასოდ არ მივაწვდით

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი არ აპირებს უფასოდ მიაწოდოს ბუნებრივი აირი ევროპას, თუ ის არ დათანხმდება გაზის საფასურის რუბლებში გადახდას. ამის შესახებ პეკსოვმა სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებს რუსეთი, თუ ევროპა არ დათანხმდება ბუნებრივი აირის საფასურის რუსეთის ეროვნულ ვალუტაში გადახდას, პესკოვმა, უპასუხა, რომ „ამ საკითხის გადაჭრა, მაშინ მოხდება, როდესაც ის დადგება“. „ცალსახად არ ვაპირებთ ევროპას ბუნებრივი აირი უფასოდ მივაწოდოთ. ...

Read More »

ევროკავშირი ენერგორესურსების შესყიდვის საერთო პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის

ევროკავშირი ენერგორესურსების შესყიდვის საერთო პლატფორმის შექმნას გეგმავს, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ბალკანეთის ქვეყნებისთვისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული წევრისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ ორდღიანი სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით კომუნიკეში. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი ეტაპობრივად გააუქმებს თავის დამოკიდებულებას რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტზე რაც შეიძლება სწრაფად, როგორც ეს ვერსალის დეკლარაციაშია აღნიშნული. რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ევროპული საბჭო ელოდება ევროკომისიისგან ...

Read More »

ჩინური ნავთობკომპანია Sinopec რუსეთში 500 მლნ დოლარის საინვესტიციო პროექტს აჩერებს

ჩინეთის სახელმწიფო კომპანია Sinopec Group-მა რუსეთში მსხვილ ნავთობქიმიურ და გაზის მარკეტინგულ ინვესტიციებზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ექსკლუზიურ ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს. სააგენტოს შეფასებით, დასავლეთის მზარდი სანქციების გამო, ჩინეთის მთავრობამ კომპანიებს სიფრთხილისკენ მოუწოდა, რაც Sinopec-მა გაითვალისწინა. Sinopec-მა, რომელსაც ოფიციალურად „China Petroleum and Chemical“ ჰქვია, რუსეთის გაზის ქიმიურ ახალ ქარხანაში 500 მლნ დოლარის ინვესტიციაზე მოლაპარაკებები შეაჩერა. გეგმა რუსეთის უმსხვილეს ნავთობქიმიურ მწარმოებელ Sibur-თან გაერთიანებას ...

Read More »

მედვედევი: მსოფლიო “ევროპას გაუჭირდება რუსული ნავთობისა და გაზის დათმობა, მაგრამ თუ მოინდომებს, ამას გააკეთებს”

ევროპას გაუჭირდება რუსული ნავთობისა და გაზის დათმობა, მაგრამ თუ მოინდომებს, ამას გააკეთებს, საკითხავია, რა პერსპექტივაში, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, “რია ნოვოსტი”- სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, რუსეთი უკვე ფიქრობს მიწოდების დივერსიფიკაციაზე და აზიის ბაზრებს უყურებს. „დღევანდელ პირობებში, რა თქმა უნდა, ვუყურებთ აზიის ბაზრებს და ვფიქრობთ, როგორ მოვახდინოთ მიწოდების დივერსიფიკაცია იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ევროპელი მეგობრები ...

Read More »

Naftogaz-მა დათვალა, რამდენი ქვეყანა ამბობს უარს რუსულ გაზსა და ნავთობზე

უკრაინული კომპანიის Нафтогаз України ინფორმაციით, უკვე ექვსმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, სრულად ან ნაწილობრივ თქვან უარი რუსულ ენერგორესურსებზე. ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანამ უკვე აკრძალა რუსეთიდან ნავთობის და გაზის იმპორტი. კანადა ქვეყნიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა დიდი ბრიტანეთი განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლომდე შეწყვეტს რუსული ნავთობის და გაზის იმპორტს გერმანია 2022 წლის ბოლომდე გეგმავს სრულად თქვას უარი რუსულ ნავთობზე ბულგარეთი რუსული გაზის მიწოდებაზე ...

Read More »

ფინეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთის ენერგორესურსებთან კავშირი უნდა გავწყვიტოთ რაც შეიძლება სწრაფად

დღეს ენერგოდამოკიდებულებაზე უნდა ვიმსჯელოთ და ფინეთი უჭერს მხარს ამ პრობლემის გადასაჭრელად წარმოდგენილ ყველა გზას, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა. „ამ ეტაპზე მთავარია არ დავკეტოთ არცერთი კარი და თან საკითხს ძალიან ფრთხილად მივუდგეთ, რა ელემენტს როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ველოდებით კომისიას, რომელიც წარმოადგენს წინადადებებს. ფინეთი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე და ეს კავშირი რუსეთთან უნდა ...

Read More »