შოლცის თქმით, რუსეთი პანიკაშია მის ენერგორესურსებზე ევროკავშირის უარის გამო

რუსეთის ხელმძღვანელობა პანიკაშია იმის გამო, რომ ევროკავშირი და სხვა დასავლური ქვეყნები უარს ამბობენ რუსული ნავთობის, გაზისა და ნახშირის იმპორტზე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირის ლიდერებს 25 მარტს დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე განუცხადა, წერს Politico.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა უარყო ევროკავშირის მიერ რუსეთიდან ენერგიის იმპორტის სრულად აკრძალვა  და განაცხადა, რომ ეს უფრო მეტად დააზარალებს ევროპას, ვიდრე რუსეთს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე შეამციროს რუსეთიდან ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულება.

შოლცის ასეთი სიტყვები მოჰყვა გერმანიის ეკონომიკის მინისტრის რობერტ ჰაბეკის განცხადებას, რომ გერმანიაში რუსული ნავთობის იმპორტი სავარაუდოდ განახევრდება მიმდინარე წლის შუა რიცხვებში, აღნიშნავს Bild. ჰაბეკმა თქვა, რომ გერმანიის მიზანია, წლის ბოლომდე რუსული ნავთობისგან თითქმის დამოუკიდებელი გახდეს.

ჰაბეკმა ასევე თქვა, რომ გერმანიის დამოკიდებულება რუსულ ნახშირზე 50%-დან 25%-მდე შემცირდება უახლოეს კვირებში. შემოდგომისთვის კი ქვეყანა შესაძლოა რუსეთის ფედერაციის ნახშირზე დამოკიდებულებისგან სრულად განთავისუფლდეს.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply