დღეს ენერგოდამოკიდებულებაზე უნდა ვიმსჯელოთ და ფინეთი უჭერს მხარს ამ პრობლემის გადასაჭრელად წარმოდგენილ ყველა გზას, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა.
„ამ ეტაპზე მთავარია არ დავკეტოთ არცერთი კარი და თან საკითხს ძალიან ფრთხილად მივუდგეთ, რა ელემენტს როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს. ველოდებით კომისიას, რომელიც წარმოადგენს წინადადებებს. ფინეთი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი დიდწილადაა დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე და ეს კავშირი რუსეთთან უნდა გავწყვიტოთ რაც შეიძლება სწრაფად. თან ისე უნდა გადავდგათ ეს ნაბიჯი, რომ ფასები ვაკონტროლოთ და მოსახლეობასაც, კომპანიებსაც ჰქონდეთ ისეთი მომარაგება, რაც მათ საჭიროებას დააკმაყოფილებს“, – განაცხადა სანა მარინმა.