Tag Archives: #რუსეთი

შოლცი: გერმანია და ევროპა მზად არიან, სრულად თქვან უარი რუსულ გაზზე

გერმანია და ევროპა მზად არიან, სრულად თქვან უარი რუსულ გაზზე. Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე მზადაა ტერმინალები თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად და გერმანიამ საკუთარი მარაგების ეკონომია დაიწყო. შოლცის განცხადებით, გერმანია მზადაა რუსეთის მხრიდან ენერგომატარებლების მიწოდების მკვეთრი შემცირებისთვის.

Read More »

რუსები შესაძლოა იაფი გაზის გარეშე დარჩნენ

რუსეთის მაცხოვრებლებმა შეიძლება დაკარგონ იაფი გაზი რუსეთსა და ევროკავშირს შორის დაპირისპირების გამო. ამ დასკვნამდე მივიდა რუსეთის მთავრობა, რომლის შესახებ აღნიშნულია დახურულ ანგარიშში, წერს Reuters. „უცხოელ მომხმარებელთა მიწოდების შემცირება გამოიწვევს სისტემის დისბალანსს, როდესაც შიდა ბაზარზე დაბალი ფასები კომპენსირდება ექსპორტის შემოსავლით“, – ნათქვამია დოკუმენტში. აღნიშნული განიხილეს 30 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საუბარია 1960-იან წლებში ლეონიდ ბრეჟნევის დროს შექმნილი ეკონომიკური ...

Read More »

„დიდმა შვიდეულმა“ ზღვით რუსული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება აკრძალეს

„დიდი შვიდეული“ ზღვით რუსული ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას კრძალავენ. როგორც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ სახელმძღვანელოშია მითითებული, აკრძალვა 2022 წლის 5 დეკემბრიდან ამოქმედდება, 2023 წლის 5 თებერვლიდან კი გაფართოვდება. 2 სექტემბერს „დიდი შვიდეულის“ (G7) სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარს დააწესებენ, რამაც უნდა შეამციროს ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავალი და შეასუსტოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შესაძლებლობა.

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ლატვიამ რუსეთიდან გაზის იმპორტი განაახლა

რუსეთიდან ლატვიაში ბუნებრივი აირი კვლავ მიედინება. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვური მედია ლატვიის მაგისტრალური გაზსადენების ოპერატორ Conexus Baltic Grid-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ოპერატორის მონაცემებით ირკვევა, რომ 3 და 4 სექტემბერს რუსეთიდან ლატვიაში 3 გიგავატ საათი გაზი იყო მიწოდებული, 5 სექტემბერს – 4 გიგავატ საათი, ხოლო 6, 7 და 8 სექტემბერს – 11 გიგავატ საათი. ლატვიამ, ისევე როგორც ლიეტუვამ და ესტონეთმა, შეაჩერა გაზის იმპორტი რუსეთიდან ...

Read More »

ევროკავშირის, სულ მცირე, 10 წევრი სახელმწიფო ითხოვს, რომ ბრიუსელმა გაზის ფასის ზედა ზღვარი ყველა მიმწოდებლისთვის და არა მხოლოდ რუსეთისთვის დააწესოს

ევროკავშირის, სულ მცირე, 10 წევრი სახელმწიფო ითხოვს, რომ ბრიუსელმა გაზის ფასის ზედა ზღვარი ყველა მიმწოდებლისთვის და არა მხოლოდ რუსეთისთვის დააწესოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მთავრობა ოფიციალურ ბრიუსელს აფრთხილებს, რომ მხოლოდ რუსეთის გამოყოფამ, შესაძლოა, პუტინს ევროპაში გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისკენ უბიძგოს. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მხოლოდ რუსულ გაზზე ფასის ზღვარის დაწესებას ...

Read More »

რუსეთი აცხადებს, რომ ჩინეთი გაზის საფასურს რუბლებსა და იუანში გადაიხდის

რუსული ჰოლდინგი “გაზპრომი” და ჩინეთის ნავთობისა და გაზის კორპორაცია CNPC შეთანხმდნენ, რომ ჩინეთი გაზის საფასურს რუბლსა და იუანში გადაიხდის. ამის შესახებ “გაზპრომი” იტყობინება. კომპანიების ტოპ მენეჯერები ალექსეი მილერი და დაი ჰულიანგი ასეთ შეთანხმებამდე აღმოსავლეთ ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ შეხვედრაზე მივიდნენ. “გადახდის ახალი მექანიზმი ორმხრივად მომგებიანი, დროული, საიმედო და პრაქტიკული გადაწყვეტაა. მე მჯერა, რომ ის გაამარტივებს ანგარიშსწორებას, გახდება შესანიშნავი მაგალითი სხვა კომპანიებისთვის ...

Read More »

ოლაფ შოლცი: რუსეთი არასანდო ენერგეტიკული პარტნიორია

რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი ენერგეტიკის სექტორში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა და ფასების მკვეთრი ზრდის კომპენსაციის ღონისძიებების მესამე პაკეტი წარმოადგინა – პირველ რიგში ენერგეტიკულ სექტორში, რუსეთის ფედერაციიდან ენერგომომარაგების პრობლემების ფონზე. მიუხედავად ამისა, კანცლერი ოპტიმისტურად არის განწყობილი გერმანიის ენერგომომარაგების საიმედოობის მიმართ. “ამ ზამთარს გადავრჩებით”, – ხაზგასმით აღნიშნა მან. ეს არის 65 მილიარდი ევროს საერთო მოცულობის პაკეტი, რომელიც ...

Read More »

რუსულ ტანკერებს ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობი სანქციების მიუხედავად ჩააქვთ

რუსული ტანკერებით ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობის ტრანსპორტირება სანქციების მიუხედავად კვლავ ხდება. ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ უკრაინული სამსახურის საგამოძიებო პროექტის, „სქემების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. შესაბამის ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. როგორც გამოცემა MarineTraffic-ის სერვისის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 4-5 ათასი ტონის ტვირთამწეობის რუსული გემები ერთი და იგივე მარშრუტით გადაადგილდებოდნენ. ისინი ნავთობით შავი და აზოვის ზღვრის პორტებში იტვირთებოდნენ და შემდეგ რუმინეთის კონსტანცას ...

Read More »

ერდოღანმა პუტინს გაზზე ფასდაკლება სთხოვა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე ანკარისთვის რუსული გაზის ფასი განიხილეს, წერს პარასკევს სააგენტო Bloomberg. „პუტინთან გაზის ფასი განვიხილეთ. იმედი მაქვს, ფასდაკლებას მივიღებ“, – თქვა ერდოღანმა. თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სამარყანდში დაგეგმილ შეხვედრაზე პუტინს სთხოვს, „მარცვლეულის დერეფნით“ რუსული აგროპროდუქციის ტრანსპორტირება დაიწყოს, წერს თურქული სააგენტო ანადოლუ. ასეთი მიწოდების დაწყება შექმნის მათ შორის აფრიკის უღარიბესი ქვეყნებისათვის ტვირთების ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებმა წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს

2022 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს, მათ შორის დიდმა ბრიტანეთის ჩათვლით, ეს მაჩვენებელი 49%-ია. ინფორმაციას ევროპის ბაზარზე გაზის ექსპორტის მაჩვენებლების შემციების შესახებ, რუსული ენერგოგიგანტი „გაზპრომი ავრცელებს“. „წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნებმა თავიანთ ბაზარზე რუსული გაზის მიწოდება 48%-ით შეამცირეს, დიდი ბრიტანეთის გათვალისწინებით – 49%-ით“, – ნათქვამია განცხადებაში.

Read More »