რუსეთი არ არის სანდო პარტნიორი ენერგეტიკის სექტორში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა და ფასების მკვეთრი ზრდის კომპენსაციის ღონისძიებების მესამე პაკეტი წარმოადგინა – პირველ რიგში ენერგეტიკულ სექტორში, რუსეთის ფედერაციიდან ენერგომომარაგების პრობლემების ფონზე.
მიუხედავად ამისა, კანცლერი ოპტიმისტურად არის განწყობილი გერმანიის ენერგომომარაგების საიმედოობის მიმართ.
“ამ ზამთარს გადავრჩებით”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ეს არის 65 მილიარდი ევროს საერთო მოცულობის პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ოჯახებზე ზეწოლის შემცირებას. სტუდენტები მიიღებენ ერთჯერად 200 ევროს, პენსიონერები – 300 ევროს. ასევე იგეგმება ბავშვთა შემწეობის გაზრდა: წლის დასაწყისიდან პირველ და მეორე შვილზე თვეში 18 ევროთი მეტს გადაიხდიან.